თურქეთის პოლიციამ ერდოღანის ფოტოს გამო ჟურნალის რედაქცია დაარბია და რედაქტორი დააპატიმრა

თურქეთის პოლიციამ ერდოღანის ფოტოს გამო ჟურნალის რედაქცია დაარბია და რედაქტორი დააპატიმრა

თურქულ ჟურნალ ”ნოკტა”-ს რედაქციაში, რომლის მთავარ გვერდზეც პროვოკაციული ილუსტრაცია მოხვდა, გასაჩხრეკად პოლიცია შევიდა. ჟურნალ ”ნოკტა”-ს გარეკანზე გამოსახული იყო თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სმარტფონით ხელში და სელფის იღებდა სამგლოვიარო პროცესიაზე დაღუპული ჯარისკაცის კუბოს ფონზე. 

პოლიციელებმა გამოცემის რედაქცია ორჯერ "მოინახულეს". პირველად გვიან ღამით, მეორედ დილით, 14 სექტემბერს, როდესაც სკანდალური ნომერი უკვე მომზადებული და გასაყიდად გაშვებული იყო.

მთელი ტირაჟი, სადაც ფოტოშოპში დამუშავებული ფოტო იყო განთავსებული, ამოიღეს, სოციალურ ქსელ "ტვიტერის" გვერდი, სადაც გამოქვეყნებული იყო ფოტო, დაბლოკეს, ხოლო ჟურნალის მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს.

რედაქციას ბრალად ედება ”პრეზიდენტ ერდორანის შეურაცხყოფა და ტერორიზმის პროპაგანდა”. სკანდალური გარეკანის ავტორები აცხადებენ, რომ ეს იყო მათი რეაქცია ერდოღანის განცხადებაზე, რომ ქურთების მიერ მოკლული ჯარისკაცების ოჯახები უნდა ამაყობდნენ ამ მოწამეობრივი სიკვდილით და ბედნიერები იყვნენ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე