BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი პრეზენტაციის დროს ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა

BMW-ს აღმასრულებელი დირექტორი პრეზენტაციის დროს ცუდად გახდა და სცენაზე წაიქცა

BMW-ს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰარალდ კრიუგერი ფრანკფურტის ავტოშოუზე, პრეზენტაციის დროს მოულოდნელად წაიქცა. ამ დროისთის ექიმები მიზეზების გამოკვლევას ცდილობენ.

ეს იყო მისი პირველი გამოსვლა ასეთ მასშტაბურ ავტოშოუზე - BMW-ს ბოსის რანგში. მაგრამ ბავარიული ავტოგიგანტის ახალმა დირექტორმა, 49 წლის ჰარალდ კრიუგერმა სცენაზე მხოლოდ რამდენიმე წუთი ილაპარაკა, მერე კი, მოულოდნელად დაეცა! როგორც გაირკვა, სისხლის მიმოქცევის პრობლემა შეექმნა.

BMW-ს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კრიუგერი ახლახან დაბრუნდა მივლინებიდან, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე ქვეყანა მოიარა. კოლაფსიდან რამდენიმე წამში, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მასთან გაჩნდნენ, BMW-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე წამოაყენეს და ექიმებსაც უხმეს. მოგვიანებით, BMW-ს პრესსამსახურის უფროსმა მაქსიმილიან შიობერლმა განაცხადა, რომ კრიუგერის მდგომარეობა სტაბილურია და საგანგაშო არაფერია.

იხილეთ გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს