"ახალ წელს ქვეყანა ხვდება ცარიელი მაგიდით და ბიძინას ღიმილით" - ნანუკა ჟორჟოლიანი

"ახალ წელს ქვეყანა ხვდება ცარიელი მაგიდით და ბიძინას ღიმილით" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქზე" დოლარის კურსის მორიგ გაზრდაზე წერს:

"ალბათ უკვე გაიგეთ რომ დოლარის კურსი 2,54-ია.

ახალ წელს ქვეყანა ხვდება გაძვირებული დენით, გაძვირებული გაზით, (ძალიან ბევრი ოჯახი) ცარიელი მაგიდით და ბიძინას ღიმილით. უკანასკნელი მნიშვნელოვანია" - წერს ნანუკა.

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთ კომერციულ ბანკში 1 დოლარის ღირებულებამ 2.54 ლარს მიაღწია. უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაცია საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს საკუთარ ვებგვერდზე აქვთ განთავსებული, თუმცა მონაცემები საკმაოდ სწრაფად იცვლება.

ამ დროის მდგომარეობით, "საქართველოს ბანკში" ერთი აშშ დოლარის შეძენა 2.54 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა - 2.38 ლარად. "ვითიბი ბანკის" ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ერთი აშშ დოლარის ყიდვა მომხმარებელს 2.5300 ლარად შეუძლია, ხოლო გაყიდვა - 2.3900 ლარად.

"ბანკ რესპუბლიკაში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5390 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.3810 ლარს მიიღებს.

დოლარის ყიდვის შედარებით იაფი ფასი ფიქსირდება "ფინკა ბანკსა" და "ბანკ ქართუში". "ფინკა ბანკში" 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4460 ლარია, ხოლო მისი ჩაბარების შემთხვევაში მომხმარებელი 2.4100 ლარს მიიღებს.

რაც შეეხება "ბანკ ქართუს", აქ დოლარის ღირებულება 2.4400 ლარია, ხოლო ყიდვა 2.3800 ლარადაა შესაძლებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს