"ახლა ვალტერი თვით მოძებნის თავის ნესტან-დარეჯანს" - ირაკლი კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი დღეს თბილისში ჩამოდის

"ახლა ვალტერი თვით მოძებნის თავის ნესტან-დარეჯანს" - ირაკლი კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი დღეს თბილისში ჩამოდის

გუშინ საღამოს მწერალმა და უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ თავისი ამერიკელი მეგობრის თბილისში ჩამოსვლა დღეისთვის დაანონსა და მისი გაცნობის მსურველ ქართველ ქალბატონებს მის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა. შეგახსენებთ, კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი ვალტერ კრუგმანი ქართველ ქალს ეძებს, რომელიც მასთან სერიოზულ ურთიერთობას მოინდომებს.

"ჩემო ძვირფასო ხალხო, აი ეს თარიღიც მოახლოვდა და ხვალ უკვე ჩემი მეგობარი ვალტერ კრუგმანი ჩამოდის თბილისში. მან დამავალა რომ უკვე პირდაპირ კონტაქტზე გაგიყვანოთ მასთან. ორშაბათს, საღამოს 5 საათიდან ის სკაიპით პირდაპირ კავშირზე გამოვა. მისი სკაიპის მისამართია walter.crugman ორშაბათს 5 საათიდან 9 საათამდე შეძლებისდაგვარად ის გაგესაუბრებათ ყველას, ვისაც სურვილი გაქვთ მასთან ლაპარაკის. ის ლაპარაკობს კარგ ქართულზე, და ამიტომ არანაირი საჭიროება ინგლიური ენის ცოდნისა ამ ინტერვიუსათვის არ არსებობს. შეგახსენებთ ეს პირველი ეტაპის ინტერვიუა და თითო ინტერვიუ დაახლოებით 15 წუთს. კითხვები ორმხრივია.

მოკლედ ინფორმაცია ვალტერ კრუგმანის შესახებ. ვალტერ კრუგმანი დაიბადა 1970 წლის 23 თებერვალს ქალაქ დენვერში, კოლორადოს შტატი. მისი ოჯახი აღმსარებლობით ებრაელია. თვითონ არ მისდევს რელიგიას და გახლავთ სრულებით სეკულარული პოეტი. მისი დედა მერს კენინგჰემის საბალეტო დასის წევრი იყო და ოჯახი ნიუ-იორკში გადავიდა. მამა პროფესიით მერჩენდაიზერ-დისტრიბუტორია უკვე 4 ათეული წელია კომპნია ნოთროპ-ჰუმანისთვის. ვალტერ კრუგმანმა 1992 წელს დაამთავრა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კომუნიკაციის ფაკულტეტი ბაკალავრის წოდებით. 1990 წელს კი კეროლაინ ფორშეს ხელმძღვანელობით მიიღო კრეატიული მწერლობის დიპლომი მერილენდის უნივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ წერდა და წერს ლექსებს, 1995-2005 წლებში მონაწილეობდა ოფ-ბროდვეის და ოფ-ოფ-ბროდვეის რამოდენიმე დადგმაში, მათს შორის ტენესი უილიამსის 'მინი-სამხეცეში' და 'ტრამვაი, სახელად სურვილი'. გადაღებულია 'ბუდვაიზერის', 'კოროლას', 'ოლდსმობილის', 'დორიტოს', 'ფემინას', 'კონდომინიუმ პერედაისის', და სხვა კომპანიების რეკლამებში. 1993-95 წლებში დენვერში მიჰყავდა საკაბელო ტელევიზიის გადაცემა WDTV-32 Smart & Wonder. ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობს კომპანია 'ჯინი-ბელ & ასოსიეთ'-ის მარკეტინგის კონსულტანტად. ამავე დროა გატაცებულია ქართული ენით და კულტურით. ძალიან უყვარს ვაჟა ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, ნაირა გელაშვილის, გურამ პეტრიაშვილის და გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებები. გიჟდება ედგარ ალან პოზე. აგრეთვე პატივს სცემს ბიტნიკების შემოქმედებას. არის ირლანდიის ნაკრების გულშემატკივარი. უყვარს სმა და სრულიად აღფრთოვაებულია ქართველი ქალების სულიერი სილამაზით. რა თქმა უნდა, სხეულებრივსაც არ იწუნებს. ვერ იტანს მატერიალისტებს - ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ვერ იტანს კარიერისტებს ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. უყვარს თეთრი ბალი და მყინვარწვერი.

დანარჩენს მასზე თვით მისგან გაიგებთ.

ამით ჩემი ფუნქცია, როგორც მისი ფრიდონ-მეგობრისა ამოიწურა. ახლა ვალტერი თვით მოძებნის თავის ნესტან-დარეჯანს.

მისი სკაიპის მისამართია walter.crugman

ორშაბათს 5 საათიდან 9 საათამდე", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: "არ არის მდიდარი. უყვარს პოეზია და რომანტიკა. არ არის კარიერისტი" - ირაკლი კაკაბაძის ამერიკელი მეგობარი, რომელიც ქართველ ცოლს ეძებს

"ეძებს ლამაზ ქალს, 35-45 წლის ასაკში" - ვის მაჭანკლობს ქართველ ქალებთან ირაკლი კაკაბაძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს