ყველაზე მსუქანი და ყველაზე ათლეტური ერები ევროპაში

ყველაზე მსუქანი და ყველაზე ათლეტური ერები ევროპაში

ექიმების საერთაშორისო კოლექტივმა დაასახელა ყველაზე მსუქანი და ათლეტური ერები ევროპაში. გამოკვლევაში ნახსენები არ არიან გერმანელები და სლავები. კვლევების შედეგები ავტორებმა ჟურნალ Nature Genetics-ში გამოაქვეყნეს.

თავიანთ ნაშრომში მედიცინის მუშაკებმა გააანალიზეს 250 000 ადამიანის მონაცემები და აგრეთვე 17 500 მონათესავე წყვილები ევროპის 14 ქვეყანაში. კვლევებმა ცხადყო, რომ რაც უფრო მაღალია ერის წარმომადგენლის საშუალო სიმაღლე, მით უფრო ათლეტურები არიან და სხეულის მასის ნაკლები ინდექსი გააჩნიათ.

ყველაზე მაღალი და ათლეტური მოსახლეობა სკანდინავიურ ქვეყნებს ჰყავს - ნორვეგია, შვედეთს და დანიას, ხოლო ყველაზე დაბალი და წონის პრობლემების მქონე ერები აღმოჩნდა ესპანეთი, იტალია, პორტუგალია და საბერძნეთი. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შუა პოზიციები დაიკავეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ წონასა და სიმაღლეზე დიდ გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდებარეობა, გენეტიკური თავისებურებები (რაც თავის მხრივ, კლიმატური ფაქტორების გავლენით ჩამოყალიბდა) და ნაციონალური სამზარეულოს ტრადიციები, ასევე ეკოლოგია.

მეცნიერების შეფასებით, ეს კვლევა საბოლოო ჯამში ამტკიცებს ცნობილ ევროპულ სტერეოტიპს ”მაღალი და ათლეტური” სკანდინავიელების (ჩრდილოეთ ევროპის მაცხოვრებლების) და ”დაბალი და მსუქანი” ბერძნების (სამხრეთ ევროპა) შესახებ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს