ფუკუშიმას მუტანტების ახალმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქეს

ფუკუშიმას მუტანტების ახალმა ფოტოებმა ინტერნეტსივრცე ააფეთქეს

იაპონელებმა გამოაქვეყნეს ფოტოები, რომელზეც ასახულია თუ როგორ მუტაციას განიცდიან მცენარეები და მწერები. ვარდი, რომელსაც კოკორში საცეცები ამოსდის, კივი, რომელიც ხოჭოებს გავს, ერთმანეთზე შეზრდილი პეპლები და ა.შ. ყველა ფოტო გადაღებულია ქალაქ ნასუშიობარაში, 110 კილომეტრის მოშორებით ფუკუშიმადან.

გველივით დაკლაკნილი გიგანტური კარტოფილი, ბაყაყი დამატებითი კიდურებით, მარწყვი, რომელზეც ბალახი იზრდება - ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმ ბუნებრივი დარღვევების, რასაც ქალაქში გადააწყდებით.

ბევრი ადამიანი ასეთ ცვლილებებს გენურ მუტაციას მიაწერს, რაც არასწორია. როგორც ბიოლოგი ალექსანდრ კულინიჩი ხსნის, მსგავსი ცვლილებების გენეტიკური მუტაციისთვის მიკუთვნება არ შეიძლება, რადგან მათ გამოვლენას გაცილებით დიდი დრო სჭირდება.

სავარაუდოდ, იაპონელებს საქმე აქვთ ფლორის და ფაუნის წარმომადგენლებთან, რომლებსაც რადიაციული ნარჩენების გამო განვითარების დარღვევები გამოუვლინდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს