"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"

"რაკეტა ბავშვის საწოლს დაეცა, საბედნიეროდ ბავშვი საწოლში არ იწვა"

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ასლანოვების საცხოვრებელ სახლს სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვი დაეცა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა კომპანია "დელტამ" სპეციალური დანადგარიდან გასროლა განახორციელა.

ოჯახში არავინ დაშავებულა, თუმცა, დაზიანდა სახლის სახურავი და კედელი. ჭურვის დაცემის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საყოფაცხოვრებო ნივთიც დააზიანა.

"სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა საძინებელში, ბავშვის საწოლს დაეცა, თუმცა ბავშვი იმ დროს საწოლში არ იწვა. ჭურვი ოთახში ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქდა და იმ დროს იქ რომ ვინმე ყოფილიყო, სერიოზულ ზიანს მიიღებდა", - განუცხადა  რადიო "ჰერეთს" ნათიკ ასლანოვმა, რომელიც ზარალის ანაზღაურების მოლოდინშია.

მისივე თქმით, მატერიალურის გარდა, ოჯახმა მორალური ზიანიც მიიღო.

ასლანოვების თქმით, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ღამის 4 საათზე, მათთან კომპანია "დელტას" წარმომადგენლები მივიდნენ და ზარალის ანაზღაურებას დაპირდნენ. პარალელურად, დაწყებულია გამოძიება დეტალების გასარკვევად. რაკეტა პოლიციის სამმართველოშია გადატანილი. დაკითხვაზე იმყოფებოდა თავად ნათიკ ალიევიც.

იხილეთ ვრცლად

რადიო "ჰერეთი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა