სად და ვისთან ერთად აღნიშნა თავისუფლების პირველი წუთები გიგი უგულავამ

სად და ვისთან ერთად აღნიშნა თავისუფლების პირველი წუთები გიგი უგულავამ

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ წუთებში მიიღო.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, გიგი უგულავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

უგულავამ სასამართლო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად დატოვა, თავისუფლების პირველი წუთები კი უახლოესი გარემოცვის გარემოში გაატარა.

ნახეთ| გიგი უგულავას ემოციური შეხვედრა შვილთან გათავისუფლების შემდეგ

"გიგი თავისუფალია და ჩვენთანაა!

სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ხნით შევძელით დღეს მისი ნახვა.

დავასვენოთ კაცი", - ეს სტატუსი და 5 ფოტოსურათი "ფეისბუქზე" გიორგი ბარამიძემ გამოაქვეყნა. ფოტოებში დედაქალაქის ყოფილი მერი თავისუფლებას სასმელით აღნიშნავს.

ნახეთ| გიგი უგულავა თავისუფალია და "აბაროტის" ასაღებად მზად არის

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."