"ამიტომაც გამოვიდა გიგი უგულავა ციხიდან ნელსონ მანდელასავით!" - რაში ადანაშაულებს მოქმედ ხელისუფლებას ალეკო ელისაშვილი

"ამიტომაც გამოვიდა გიგი უგულავა ციხიდან ნელსონ მანდელასავით!" - რაში ადანაშაულებს მოქმედ ხელისუფლებას ალეკო ელისაშვილი

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი გიგი უგულავას გათავისუფლებაზე წერს:

"იმის ნაცვლად რომ ამ ხნის მანძილზე ხელისუფლებას მოესმინა და გაეთვალისწინებინა გულშემატკივრის პოზიციიდან მოლაპარაკეთა კრიტიკა, კრიტიკის შინაარსზე მსჯელობის ნაცვლად ზემოდან ყურება და იარლიყების მიწებება დაიწყეს. პირადად მე ფაქტია ვიყავი გულანთებული მხარდამჭერი "ოცნების" და როდესაც ბოლო პერიოდში ჩემთვის მიუღებელი და ქვეყნისა და ქალაქის საზიანო ქმედებების კრიტიკა დავიწყე - ნაციონალობა დამწამეს. ნაცვლად იმისა რომ გვემსჯელა არმოსაწონზე, გამოგვესწორებინა, უკეთესად დაგვეგეგმა!

მაგრამ კრიტიკის მიღებას და მაკრიტიკებელთან დაჯდომას, საკითხის განხილვას და პრობლემის გამოსწორებას დიდი ძალა და ქვეყნის სიყვარული უნდა.აი ამას ჰქვია ზუსტად - პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკა და პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსობა ! მაგრამ თვითკმაყოფილ და გაჯგიმულ ღარიბაშვილს პოლიტიკა და ქვეყნის მართვა პრეზიდენტის მაგივრად "პაეზდკებში" სიარული ჰგონია, ყველა სახელისუფლებო სტრუქტურაში მოხვედრილ, წამოტივტივებულ "თამაზმეჭიაურებს" არც არაფერი ჰგონიათ, უბრალოდ ფულის შოვნა უნდოდათ და შოულობენ კიდეც, უმწეო ნარმანია ვერაფერს თავს და ბოლოს ვერ უგებს, პროკურატურაში მარტო შავი ჯიპები და პრემიები აინტერესებთ - ჰოდა, ამიტომაც არის ლარის კურსი გაფრენილი, ხალხი კიდევ უფრო დამშეული და ამიტომაც გამოვიდა გიგი უგულავა ციხიდან ნელსონ მანდელასავით !

პოლიტიკიდან "თამაზმეჭიაურების", უთავბოლოების და თვითკმაყოფილი თავცარიელების წასვლის დროა.

წესიერი, პასუხისმგებლობის მქონე და გულანთებული ხალხის ხელისუფლებაში მოსვლის დროა !"- წერს ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქზე".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს