ხათუნა ხოფერიას შვილი გიგი უგულავას გათავისუფლების გამო შიმშილობას აცხადებს

ხათუნა ხოფერიას შვილი გიგი უგულავას გათავისუფლების გამო შიმშილობას აცხადებს

გიგი უგულავას გათავისუფლებას ბევრი სიხარულით შეხვდა. ზოგმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ნამდვილი სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც პროტესტის ნიშნად უკიდურეს ფორმას მიმართავს.

"გიგი უგულავა თავისუფალია - ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხი არის სულში ჩაფურთხებული უნიათო და უკანალის მოთამაშე ხელისუფლების მიერ.

დემოკრატია ხალხის კანონს ნიშნავს!... ანარქია - უხელისუფლებობას.!....

ხალხის ნება ფეხქვეშ გათელეს... ! ხელისუფლება არარსებობს!!!... ანარქია სახეზეა.!!!...

ფუ, თქვე უღირსებო, უმაქნისებო.

მოგათრიათ ბიძინამ და იმდენი მოახერხეთ, რომ ნაციონალი დამნაშავეების სათრევი და სალანძღავი გახადეთ ეს კაცი.....

აი ეს არის რესპუბლიკელებისთვის მინიჭებული ნდობის შედეგი!", - წერდა თბილისის ყოფილი მერის გათავისუფლების შემდეგ ხათუნა ხოფერია.

მოგვიანებით კი მისმა შვილმა რეზო ხოფერიამ შიმშილობა გამოაცხადა.

"შიმშილობა დღე 1. ადგილიც სიმბოლური შევარჩიე. შევჩენკოს სკვერი. ამაზე მოგვიანებით. ხელისუფლებამ მთავარი დანაპირები ვერ შეასრულა. ვინ მართავს ქვეყანას? ისევ ნაცები? მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, რადგან არ მაქვს უსაფრთხოების განცდა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ხვალ საკუთარი ხელებით არ მომიწევს სამართლიანობის აღდგენა და ამის გამო არ მინდა რამე სისულელე ჩავიდინო!

უკანასკნელად მინდა მივმართო ღარიბაშვილს. აზრზე მოდი, სანამ დროა და დაიწყე ნაცებისგან ქვეყნის განთავისუფლება, თორე მე და ჩემნაირი ათასობით ადამიანი შენ გაფუჭებულ საქმეს არ შევიწმინდავთ. არ იცი საიდან დაიწო? არ იცი სად არინ მოკალათებული?

მოდი და მე გეტყვი! სანამ არ დადგება ნაციონალური მოძრაობის, როგორც დამნაშავე ორგანიზაციის პასუხისმგებლობის საკითხი და სანამ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგავს ხელისუფლება, მე ჩემს პროტესტს არ შევწყვეტ. ძალიან ვარ გამწარებული და დარწმუნებულები იყავით, ბოლომდე მივალ", - წერს "ფეისბუქზე" რეზო ხოფერია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს