დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს

დააკვირდით, რას ყიდულობთ! ჩინეთში ბრინჯის გაყალბება ისწავლეს

ჩინური პროდუქცია ნდობით ნაკლებად სარგებლობდა, მაგრამ იქაური მწარმოებლების ეს ბოლო "მიღწევა" ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - ჩინელებმა პლასტმასის ბრინჯის გამოშვება დაიწყეს. დიახ, მარცვლეულის მოყვანა მინდორში აღარ მოუწევთ, ბრინჯი ქარხნული წესითაც შეიძლება დამზადდეს.

ეს ტექნიკური ბრინჯი მთლად სინთეტიკურიც არ არის. მისი ფუძე კარტოფილის სახამებელია, პლასტმასი კი იმისთვისაა საჭირო, რომ სახამებელმა ბრინჯის მარცვლების ფორმა მიიღოს. მზარეულები, რომლებმაც ეს ბრინჯი გამოსცადეს, აღნიშნავენ, რომ ერთი თეფში ამ ბრინჯის შეჭმა ერთი ცალი ცელოფნის პარკის გადაყლაპვის ტოლფასია.

გარეგნულად ტექნიკური ბრინჯის ნატურალურისგან განსხვავება არც ისე ადვილია. სინთეტური მარცვლები ნამდვილს ჰგავს და უკეთაც გამოიყურება. მისი ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე ჯერ შესწავლილი არ არის, თუმა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მასზე უკვე დიდი მოთხოვნაა - სინთეტური ბრინჯი ხომ ძალიან იაფი ჯდება.

ხელოვნურ მარცვლებს ხარშვისას ამოიცნობთ. უფრო სწორად, იცნობთ იმით, რომ არა და არ იხარშება, წყლის ზედაპირზე კი ცელოფნის მსგავსი აპკი წარმოიქმნება. ჯერჯერობით სუპერმარკეტში ასეთი ბრინჯის ყიდვის საშიშროება არ გემუქრებათ, რადგან ეს ბრინჯი ასე მასიურად არ გაუვრცელებიათ ქვეყნებში. თუმცა, ჩინელების სისწრაფეს თუ გავითვალისწინებთ, არც ეს დროა შორს. ამიტომ ჯობს ვიცოდეთ წინასწარ, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, რომ არ მოვტყუვდეთ.

ვიდეოში კარგად ჩანს, როგორ იქცევა სახამებელი დანადგარის წყალობით პლასტმასის ციცქნა მარცვლებად.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს