ბადრიჯნის ნიღბები – კანის მოვლის იდეალური საშუალება

ბადრიჯნის ნიღბები – კანის მოვლის იდეალური საშუალება

ბადრიჯანი არის პროდუქტი, რომელიც ბუნებრივი კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს. კოლაგენი კი, არის ნივთიერება, რომელიც კანს სიმკვრივეს უნარჩუნებს. ასევე ბადრიჯანი შეიცავს სასარგებლო მინერალებს, B, PP ჯგუფის ვიტამინებს, ცილებსა და ნახშირწყლებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორსა და ასკორბინის მჟავას.

ერთი სიტყვით, ბადრიჯანი არა მხოლოდ უგემრიელესი პროდუქტია, არამედ შესანიშნავი კოსმეტოლოგიც. განსაკუთრებით რეკომენდებულია ბადრიჯნის ნიღბები პრობლემური კანის შემთხვევაში. ჩაინიშნეთ ეს რამდენიმე საინტერესო ვარიანტი:

პრობლემური კანისთვის

კანგაცილილ და გახეხილ ბადრიჯანს დაასხით მდუხარე და გააჩერეთ 5-7 წუთი. შემდეგ გადაწურეთ წყალიი და 1 სუფრის კოვზ ფაფას დაუმატეთ უცხიმო არაჟანი სქელი მასის მიღებამდე. დაიდეთ სახეზე ნიღაბი 10 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

ნორმალური კანისთვის

დააქუცმაცეთ ბადრიჯნის რბილობი (თესლის გარეშე), შეურიეთ მიღებულ ფაფას დაუმატეთ კუნელის წვენი. დაიდეთ ნიღაბი 10-15 წუთი სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

მშრალი კანისთვის

აიღეთ 2 სუფრის კოვზი უმი ბადრიჯნის რბილობი, 1 კვერციხ გული და 2 სუფრის კოვზი არაჟანი – ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ. დაიდეთ ნიღაბი გასუფთავებულ კანზე, გაიჩერეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი სყწლით.

კომბინირებული და ცხიმიანი კანისთვის

გაფრცქვენით და დააქუცმაცეთ ბადრიჯანი. 50 გ რბილობს დაუმატეთ კეფირი, ალოეს წვენი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. დაიდეთ მიღებული მასა სახეზე და 15 წუთში ჩამოიაბენთ მინერალური წყლით.

უნივერსალური მკვებავი ნიღაბი სახისთვის

დაგჭირდებათ:

1,5 სუფრის კოვზი ბადრიჯნის პიურე;

10 გ თაფლი;

1 ჩაის კოვზი გატარებული ალოეს ფოთოლი;

ყველაფერი კარგად შეირიეთ და გაანაწილეთ მიღებული მასა 2 თანაბარ ნაწილად. ერთი ნახევარი წაისვით სახეზე თხელ ფენად და როგორც კი ნიღაბი ცოტათი შეიწოვება, გადაისვით მასის მეორე ნახევარი. 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ თბილი წყლით.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს