პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე

პირველად საქართველოში - წყალსაქაჩი ტუმბო დენისა და საწვავის გარეშე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის მოსახლეობას წყლის ზიდვა ექვსი წლის განმავლობაში, ორი კილომეტრის მოშორებით, სოფლის ბოლოდან უხდებოდათ. მათ ეზოებში წყალი ქონდათ, თუმცა წყლის ტუმბოს ფუნქციონირებისთვის დენი სჭირდებიდა, ეს კი ოჯახს თვეში 30 ლარი უჯდებოდა. ამი გადახდის საშუალება მათ არ ქონდათ, იძულებულები იყვნენ ტუმბო გაეჩერებინათ და წყალი ისევ სოფლის ბოლოდან ეზიდათ.

ადგილობრივებმა სასმელი წყლის პრობლემა, ნომერ პირველად დაასახელეს, პროექტის "ადგილობრივი ინიციატივების განვითარებისთვის" ფარგლებში. საკითხის შესწავლა კი "მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა დაიწყო.

"ჩვენმა კოლეგამ გია ანდღუალძემ გაიგო სოსო ნარჩემაშვილის გამოგონების შესახებ, რომ შეიძლებოდა სოფელში ისეთი ტუმბო დაგვედგა, რომელიც მხოლოდ წყლის წნევით, დენისა და საწვავის გარეშე იმუშავებდა. გადავწყვიტეთ პროექტის ფარგლებში სოფლისთვის ასეთი ტუმბო დაგვედგა", - ამბობს პროექტის "ადგილობრივი ინიციატივების განვითარებისთვის" მენეჯერი თიკო ტყეშელაშვილი.

სოფელში წყალი ახლა ეზოებში აქვთ. ვიდრე ტუმბოს დადგმას საბოლოოდ გადაწყვეტდნენ, სოფელში თავად გამომგონებელმა იმუშავა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი აქ სამუშაოები ადგილობრივებმა, ნარჩემაშვილის ზედამხედველობის ქვეშ შეასრულეს. ტუმბო, რომლის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ წყლის წნევაზე მუშაობს და მას ფუნქციონირებისთვის არანაირი ხარჯი არ სჭირდება, სოფელს საჩუქრად "კავკასიის ინსტიტუტმა" გადასცა.

"როგორც ვიცი, ეს დაახლოებთ 10 ათასი ლარი დაუჯდათ. ყველა სხვა სოფელში მისი გაკეთება სხვა ღირებულებას შეადგენს", - ამბობს ნარჩემაშვილი.

მისი განმარტებით, ეს ტუმბო ე.წ. ტარანის ბაზაზე გააკეთა: "ტარანი ჰიდრავლიკური დარტყმით მომუშავე დანადგარია. რა არის ჰიდრავლიკური დარტყმა? მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, გავიხსენოთ რა ხდება როცა ონკანს ვუშვებთ და ის მაშინვე ძიგძიგს იწყებს. აი ეს ძალა არის ჰიდრავლიკური დარტყმა და ეს პირველად ფრანგმა მეცნიერმა მან გოლფემ 1780 წელს გამოიგონა".

პროექტის დაპატენტებას ნარჩემაშვილი დაახლოებთ ორ წელს მოუნდა: "იმდენი წყლის ამოტუმბვა, რაც მე შევძელი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. აქამდე მაქსიმალური წყლის მიწოდება 0,8 ლიტრი წამში იყო, მე კი წამში 65 ლიტრის მიღება შევძელი. ეს მაქსიმუმია".

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა