ვახტანგ რჩეულიშვილი კორუმპირებული და არაპროფესიონალი ჩინოვნიკებისაგან "ცენტრ -პოინტის" დაცვას ითხოვს

ვახტანგ რჩეულიშვილი კორუმპირებული და არაპროფესიონალი ჩინოვნიკებისაგან "ცენტრ -პოინტის" დაცვას ითხოვს

ცენტრ-პოინტის დამფუძნებელი ვახტანგ რჩეულიშვილი, ფეისბუქის პირად გვერდზე მიმართვას ავრცელებს და დავით საგანელიძეს, თამაზ მეჭიაურს, ზურაბ ტყემალაძეს და დავით ნარმანიას მიმართავს.

ცენტრ-პოინტი სასწრაფოდ ითხოვს დაცვას კორუმპირებული და არაპროფესიონალი ჩინოვნიკებისაგან!

მიმართვა დავით საგანელიძეს, თამაზ მეჭიაურსა და ზურაბ ტყემალაძეს

ბატონებო, ვერც ერთი თქვენი საუკეთესო იდეაც კი ვერ განხორციელდება, როდესაც კორუმპირებული და არაკომპეტენტური ჩინოვნიკები მხოლოდ საკუთარ თავსა და არა საქმეზე ზრუნევენ. ამიტომ გთავაზობთ ჩავატაროთ საქართველოს ეკონომიკური ფორუმი "ბიზნესი არაკომპეტენტური ჩინოვნიკების წინაამღდეგ". ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური კრიზისის დაძლევას, დარგობრივი ეკონომიკის აღორძინებას და ლარის შემდგომი გაუფასურების შეჩერებას.

უკვე ორ წელზე მეტია, რაც თქვენ მოხვედით ქვეყნის, ჩვენ კი დავბრუნდით "ცენტრ- პოინტის" ხელმძღვანელობაში. ორივე ძველ ხელისუფლებას ვადანაშაულებთ ყველაფერში, მაგრამ ნაცებზე და "დექსუსზე" ყველაფრის გადაბრალება უკივე აღარცერთს აღარ გამოგვივა- ფაქტია, რომ ხელისუფლებაშიც და ჩვენს კომპანიაშიც დღესაც არიან ჩინოვნიკები და თანამშრომლები, ვინც აროკომპენეტნტურობითა და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით პრაქტიკულად საბოტაჟს უწევს ნებისმიერ კეთილ წამოწყებას. ამ დღეებში კომპანიის თითქმის ნახევარი თანამშრომელი გავანთავისუფლედ, ვინც ვერ ართმევდა თავს დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. იგივე თუ არ გააკეთედ, ასეთი ბიუროკრატია სულ დააქცევს ქართულ ეკონომიკას.

ამის მაგალითი უამრავია: მთავრობამ და პარლამენტმა 2015 წ. მიიღეს კანონი ომისა და კრიზისის დროს დაზარალებული მენაშენეების (მათ შორის ყველაზე დიდი დაზარალებული კომპანია "ცენტრ-პოინტ ჯგუფია" ) დასახმარებლად მათთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე. კანონი კი აქამდე ფაქტიურად არ სრულდება, თუმცა 2 წელიწადში მისი მოქმედების ვადა უკვე ამოიწურება! . საგადასახადო სამსახური კანონის საწინაამღდეგოდ არ გვიბრუნებს უკვე გადახდილ მილიონობით დღგ-ს. თბილისისა და ბათუმის მერიები არ აბრუნებენ წინა ხელისუფლების მიერ კომპანიისათვის ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას (ნინოშვილის ბაზარი,თელავის ინტურისტი, კორპუსები და მიწის ნაკვეთები თბილისსა და ბათუმში და ა.შ.). მერიის არქიტექტორული სამსახური არ გასცემს ნებართვებს მშენებლობაზე: 2015 წ. თებერვალში მოთხოვნილი სამშენებლო ნებართვა "მიონის" ობიექტზე დღესაც გაუცემელია. ამან დაგვაკარგინა 2.5 მლნ. $ პირდაპირი ინვისტიცია ობიექტზე, რომელსაც კომპანია " ჯინო პარადაიზი" ახორციელებდა. საპარტნიორო ფონდი არა თუ არ გვეხმარება ინვესტიციების მოზიდვაში, არამედ ჩინოვნიკები იმასაც გვაკარგინებენ, რაც თავად მოვიზიდეთ. ლტოლვილთა სამინისტრომ ორჯერ ჩაატარა ტენდერი ლტოლვილებისათვის ბინების მშენებლობაზე. ორივეჯერ მოვიგეთ ტენდერი, მაგრამ ორივეჯერ ფული სხვა ბიზნესმენებს, მათ შორის ხელისუფლების წევრებს გადაუნაწილეს. ამ დროს მხოლოდ ბოლო ტენდერში მოგებული მიზერული თანხითაც კი (500 000$) 4 ობიექტი, სადაც 500-მდე ბინაა განლაგებული, წელსვე ბარდებოდა ექსპლუატაციაში: ესენია ე.წ. "ვენეცია", "მიონი", "დაკიდებული ბაღები"და დიდი დიღმის 14 კორპუსი.

"ცენტრ-პოინტის" კარგი გადამხდელები როგორც იქნა მიხვდნენ, რომა მათი ძირითადი მტერი ცუდი გადამხდელები და არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკები არიან და ჩვენთან ერთად გაერთიანდნენ მათთან საბრძოლველად. ამასვე გთავაზობთ თქვენც, დღევანდელ ხელისუფლებას: მოდით ერთად ჩავატაროთ საქართველოს ეკონომიკური ფორუმი აღნიშნული დღის წესრიგით. შეიძლება სხსომა მიეძღვნას ბიზნესის თავისუფლების ხარისხსაც. თქვენ ყველას პირადად 1996 წლიდან არაერთგზის გაქვთ მონაწილეობა მიღებული ასეთი ფორუმების ჩატარებაში, თამაზ მეჭიაური კი ფორუმის დამფუძნებელი წევრიცაა. რათა ბიზნესმა და ხელისუფლებამ ერთობლივად ალაგმოს გათავხედებული ბიუროკრატების საქმიანობა და განვითარების ახალი ბიძგი მივცეთ ქართულ ეკონომიკას!

ვახტანგ რჩეულიშვილი, სეფ-ის თავმჯდომარე. თბილისი. 19.09.2015.

დამატებითი ინფორმაცია: საქართველოს ეკონომიკური ფორუმი 1996 წ. შექმნილი უდიდესი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც გერმანიის ფრიდრიხ ებერტის სახ. ფონდის დახმარებით ამუშავებდა ქართული ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს. ჩატარდა საგანგებო ფორუმები ენერგეტიკის, მშენებლობის , განათლების, თბილისის განვითარების, ტრასეკას, საბიოჯეტო პოლიტიკის საკითხებზე. ფორუმმა შეიმუშავა საქართველოს ჯვარისებრი საგარეოპოლიტიკური კონცეფცია, რომელიც ედუარდ შევარდნაძემ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანა ოფიციალურად. 2003 წ. ჩატარდა საქართველო-რუსეთის პირველი ეკონომიკური ფორუმი. მაშინდელ ფორუმებში მონაწილეობას იღებდნენ როგორც მოქმედი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც, დარგის გამოცდილი სპეციალისტები და ექსპერტები. იბეჭდებოდა სხდომების მასალები და რეკომენდაციები, რაც ურიგდებოდა მთავრობაისა და პარლამენტის წევრებს, დაინტერესებულ ორგანიზაციოებსა და პირებს.ფორმუის სხდომები ონკლაინ რეჟიმშიც იმართებოდა, მიდიოდა პარდაპირი ტრანსლიაცია ტელევიზიით. ჩატარების ადგილი ხან პარლამენტის სხდომათა დარბაზი იყო, ხან მთავრობის კანცელარიის სხდომათა დარბაზი, ხან სამინისტროები, ხან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმი და დარგობრივი ინსტიტუტები. ფორუმს ჰყავდა სამეცნიერო საბჭო და ბიზნეს საბჭო. საქართველოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე ვახტანგ რჩეულიშვილი. - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.

რამდენიმე წუთის წინ მან მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას მიმართავს.

"ქ.თბილისის მერს დავით ნარმანიას

2015 წ. დასაწყისში მთავრობამ და პარლამენტმა მიიღეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რითაც ომითა და კრიზისით დაზარალებულ სამშენებლო კომპანიებს საგადასახადო შეღავათები მიეცა მშენებლობების დამთავრების დასაჩქარებლად. . მერიამ და შემოსავლების სამსახურმა ვერ უზრუნველყვეს კანონის დროული ამოქმედება, რაც თვეობით აჩერებს უკვე დამთავრებული კორპუსების ექსპლუატაციაში აყვანას და ზარალს აყენებს ჩვენ კომპანიასაც და ფართების პატიოსან მყიდველებსაც. მაგალითად აქამდე ვერ აგვყავს ექსპლუატაციაში უკვე დიდი ხნის წინათ დამთავრებული 5 კორპუსი ახალ დიღომში. შესაბამისი წერილი შემოვიტანეთ თქვენს სახელზეც ა.წ. 18 სექტემბერს. მაგრამ ვინაიდან პასუხის მიღება მერიიდან თვეობით ჭიანურდება, გთხოვთ კონტროლზე აიყვანოთ ეს საქმე. არ დაივიწყოთ, რომ სწორედ მერიის ჩინოვნიკებისა (არქიტექტორული ნებართვების გაცემის გაჭიანურება, უკანონოდ ჩამორთმეული ქონების არდაბრუნება, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების სიიდან პრაქტიკულად ამოგდება და ა.შ.) და ცუდი გადამხდელების გამოა კომპანიის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიცემული დღემდე, შესაბამისად ვერ ასრულებს ჯეროვნად ნაკისრ ვალდებულებებს, იღებს დამატებით ზარალს და მეტი ყურადღება გამოიჩინოთ ჩვენს დასახმარებლად.

პატივისცემით ვახტანგ რჩეულიშვილი, ცენტრ-პოინტი." - წერს რჩეულიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს