წარმატებული ადამიანები, რომელთა კარიერა მარცხით დაიწყო

წარმატებული ადამიანები, რომელთა კარიერა მარცხით დაიწყო

ცნობილი ამბავია, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზას ბევრი იმედგაცრუებაც ახლავს. კარიერის დასაწყისში პირველი მარცხი ადამიანების ერთ ნაწილს იმდენად აფრთხობს, რომ დასახულ მიზნებზე უარს ამბობენ, ერთი ნაწილი კი პირიქით, მარცხის შემდეგ უფრო ძლიერდება. გთავაზობთ იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც კარიერის დასაწყისში მარცხის მიუხედავად, დღეს საქვეყნოდ ცნობილი არიან.

სტივენ სპილბერგი

ამერიკელი ოსკაროსანი რეჟისორი, რომელსაც "ახალი ჰოლივუდური ერის“ სულისჩამდგმელად მიიჩნევენ, თავის დროზე ორჯერ ჩაიჭრა სამხრეთ კალიფორნიის კინოხელოვნების სკოლის უნივერსიტეტში. მიუხედავად ამისა, "შინდლერის სიისა“ და "რიგითი რაიანის გადასარჩენად“ რეჟისორს წყენა დიდხანს არ გაჰყოლია - წლების შემდეგ, უკვე პოპულარულმა რეჟისორმა კინოხელოვნების სკოლას ქველმოქმედების სახით რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გადაურიცხა. 1994 წელს სტივენ სპილბერგი უნივერსიტეტის საპატიო წევრის წოდებით დააჯილდოვეს.

ანა ვინტური

ჟურნალ "ვოგის“ რედაქტორი ანა ვინტური "ფორბსის“ 100 ყველაზე გავლენიანი ქალბატონის რეიტინგში 28-ე პოზიციაზე, მაგრამ კარიერის დასაწყისში ამაზე ალბათ, ვერც იფიქრებდა.

ჟურნალ Harper’s Bazaar-ის მოდის რედაქტორად დანიშვნიდან 9 თვეში ვინტური თანამდებობიდან გაათავისუფლეს და განუცხადეს, რომ ამერიკული ბაზარი კარგად არ ესმოდა. "ვოგის“ მთავარ რედაქტორობამდე, ვინტური კიდევ რამდენიმე მოდის ჟურნალის რედაქტორი იყო, თუმცა ყველგან მხოლოდ რამდენიმე თვით უწევდა მუშაობა.

"ჩემი აზრით, ერთხელ მაინც ყველა ადამიანი უნდა გაუშვან სამსახურიდან“, - თქვა მოგვიანებით ანა ვინტურმა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს