"ვაზნები გაურკვეველ ვითარებაშია აღმოჩენილი" - დაკავებულის ადვოკატი ოზურგეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

"ვაზნები გაურკვეველ ვითარებაშია აღმოჩენილი" - დაკავებულის ადვოკატი ოზურგეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

ოზურგეთში, ზვანში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა. ბინიდან გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები ამოიღეს, რასაც ექსპერტიზა ჩაუტარდება. დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი.

ოჯახის ადვოკატის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ვაზნები ჩადებულია.

"ბადრი მახინიას სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რომელსაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია პოლიციისთვის, გამომდინარე იქედან, რომ არც ჰქონდა არაფერი წინააღმდეგობის გასაწევი. აღმოჩენილ იქნა 4 ცალი საქორწინო მაშხალა, რომლის ქონასაც თვითონაც ადასტურებდა, ვაზნები კი გაურკვეველ ვითარებაშია აღმოჩენილი. მოწმეებიც კი, ვინც ჩხრეკას ესწრებოდა, დაბნეულები არიან. პოლიციას ახლდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული დაუდგენელი პიროვნება და გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვაზნები ჩადებულია. დანარჩენს გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ბადრი მახინიას ადვოკატმა დავით მამალაძემ.

წყარო: guriismoambe.com

guriismoambe.com

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა