სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი მზადაა

სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი მზადაა

სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი უკვე მზად არის. ამის შესახებ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განკარგულების ორი პროექტი უკვე მოამზადეს. მერიაში თხოვნა აიიპ "გორელების"-გან შევიდა, დადგმისა და პროექტის შედგენის ხარჯებს სწორედ "გორელები" გაიღებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი კანდელაკია.

განკარგულების პროექტი დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

"ქალაქ გორში სსიპ სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე სკვერში ი.ბ. ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვრისა და ძეგლის განთავსების შესახებ" პროექტი მერიიდან 18 სექტემბერს შესული განმარტებითი ბარათის საფუძველზე მომზადდა.

2015 წლის 18 სექტემბერს ააიპ "გორელები"-ს თავმჯდომარემ გიორგი კანდელაკმა ქალაქ გორის მერიას წერილობით მიმართა. მოთხოვნას თან შპს "გეოს" მიერ მომზადებული ნახაზი დაურთეს.

პირველი განკარგულების მიხედვით, "განისაზღვროს ქალაქ გორში სტალინის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე სკვერში არსებული მიწის ნაკვეთი ი.ბ. ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლის დადგმის ადგილად".

იხილეთ ვრცლად

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა