ახალციხეში სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს

ახალციხეში სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს

ახალციხეში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე, ორი დღეა სასმელი წყლის მილია დაზიანებული, რის გამოც N34-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებლებს სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. გახეთქილი მილიდან წყალი მთელ ქუჩაზე მიედინება და ტბორავს. წყლის დიდმა ნაკადმა დააზიანა ასფალტიც.

ხანძთელის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს, 25 სექტემბერს, შუადღეს დაიწყეს. სერვისცენტრის ხელმძღვანელის გია დალალიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საბოლოოდ პრობლემა მას შემდეგ მოგვარდება, რაც ძველი ხაზები ჩაიჭრება და ახალ სისტემაზე გადაერთვება.

აღნიშნულ ქუჩაზე წყლის მილის დაზიანების ეს პირველი შემთხვევა არ არის. დაახლოებით 15 მეტრიან მონაკვეთზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მილი არაერთხელ დაზიანდა.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა