"მე და ზურაბ ჟვანიამ სოხუმი დავტოვეთ, გია ბარამიძე დარჩა" - ცნობილი ქართველების ტკივილიანი ისტორიები

"მე და ზურაბ ჟვანიამ სოხუმი დავტოვეთ, გია ბარამიძე დარჩა" - ცნობილი ქართველების ტკივილიანი ისტორიები

სოხუმის დაცემიდან დღეს, 27 სექტემბერს 22 წელი შესრულდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

დღევანდელ დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები "ფეისბუქზე" ეხმაურებიან.

ნესტან კირთაძე:

"... სოხუმი. სექტემბრის ბოლო დღეები იყო,

ყველანი ვგრძნობდით, რომ ყველაფერი მძიმდებოდა.

საღამოს , გვიან სახელმწიფო მეთაურმა საგანგებო თათბირი გამართა.

დეტალურად განიხილეს ყველა მოსალოდნელი შედეგი.

...ფაქტი იყო, რომ არც სახელმწიფო მეთაური, არც აფხაზეთის ხელისუფლება და არც სოხუმის დამცველები ქალაქის დატოვებას არ აპირებდნენ.

გაიცა, ბრძანება, რომ თბილისიდან ჩასულ პოლიტიკოსები მეორე დღესვე თვითმფრინავით გამოვემგზავრებინეთ.

_ ყველანი აქ დავრჩეთ და თუ უნდა დავიხოცოთ ყველანი ერთად მეთქი..

_ ქალებს აქ არაფერი ესაქმებათ, თუნდაც პოლიტიკოსსო,, ნესტანს აქ რა უნდაო _ მკაცრად იყვირა მთავარსარდალმა....

მეორე დილით მოვირბინე სოხუმის ქუჩები.

დავემშვიდობე ჩემს აფხაზ და ქართველ ნათესავებს, ჩემს ბერძენ და სომეხ მეგობრებს და ადმინისტრაციის შენობაში გამოვცხადდი.

...ჟიული შარტავამ გულში ჩამიკრა და მითხრა:

_მე ბოლომდე აქ ვიქნები, მაგრამ გახსოვდეს, როცა ჩამოვალ აეროპორტში დამხვდიო.

მივხვდი, რასაც გულისხმობდა და ტირილი ამივარდა.

...დავემშვიდობეთ ყველას და წამოვედით.

მანქანა აეროპორტისკენ არ წავიდა., სადღაც გადაუხვია,,,

სამხედროები მოვიდნენ, ჩამობრძანდითო...

სახლში შეგვიყვანეს, სუფრა იყო გაშლილი ...

ვასია კადენეცის არაჩვეულებრივ ოჯახში აღმოვჩნდით.

ჟიული შარტავაც იქ მოვიდა_ ასე მომინდა დამშვიდობებაო.....

...სოხუმი დავტოვეთ მე, და ზურაბ ჟვანიამ. გია ბარამიძე დარჩა,..

რამდენიმე დღეში სოხუმი დაეცა...

აფხაზეთის ქართველობა გოლგოთას შეუდგა ....

...ერთ საღამოს ვაჟა ლორთქიფანიძემ დამირეკა და მითხრა, ჟიულის დავხვდეთო...

მე და ვაჟა თბილისი აეროპორტში თანამედროვე საქართველოს გმირს ვხვდებოდით....

ჩემს თვალწინ დაიწერა საქართველოს იტორიის ერთ-ერთი, გამორჩეულად ტრაგიკული ფურცლები....

გვახსოვდეს აფხაზეთი!!!

ნესტან კირთაძე

ჯვართამაღლება, 2015 წლისა

დედაქალაქი".

***

ასევე დაგაინტერესებთ| "ჩემს ოჯახს უდიდეს ტკივილად ახსოვს ეს დღე.." - ანუკი არეშიძის ემოციური წერილი

***

ნათია ფანჯიკიძე:

"მძიმე დღეა დღეს და წვიმს. ის დღეა, როცა დავთმეთ სოხუმი. თუმცა ყველას არ დაუთმია. ვინც არ დათმო, ზოგი გადმოასვენეს, ბევრიც დღესაც იქაა, საერთო საფლავში.

მათ შორის გურამ გაბესკირია, ქალაქის მერი, დაჩოქება რომ უბრძანეს, ქართული სულის სიმბოლოდ ქცეული უკანასკნელი სიტყვებით "არასოდეს სიცოცხლეში". მათ შორის ირაკლის მამა, მამია ალასანია.

ეს ის ხალხია, ფეხზე მდგარი რომ შეხვდა ტყვიას.

რა შუაშია, მაგრამ მეცინება, ამ კაცის შვილს მორჩილებას რომ უწუნებენ მთავრობები. თან რა საკითხებში? როცა სჯერა, რომ ქვეყნის ბედის გაძლიერებისკენ შეცვლა შეიძლება.

და რომ ვერ დაინახავ მის ბუნებას, რომ შენ არასდროს აგიფარებს, ტყვიას გადაეფარება შენთვის, თუ ამად ღირხარ".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია