28 იანვარს თბილისის მერი დავით ნარმანია გოგონას მამა გახდა. ელენე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა.
დავით ნარმანიას და თიკა თინიკაშვილს ელენეს გარდა ორი ბიჭი, კოკო და ილია - დენისი ჰყავთ.
რამდენიმე თვის ელენეს ფოტო, რომელიც დედასთან ერთად აქვს გადაღებული, სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღფრთოვანებას ვერ მალავენ დედა-შვილის მიმართ.