სამტრედიაში დევნილებისათვის გადაცემული შენობა ინგრევა

სამტრედიაში დევნილებისათვის გადაცემული შენობა ინგრევა

სამტრედიაში ყოფილი საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში შესახლებული 45 დევნილი ოჯახი კვლავ პრობლემების წინაშეა. შენობა ინგრევა, არ აქვთ წყალი, ჰყავთ ქვეწარმავლები.

"ვითხოვთ, ან გაარემონტონ შენობა, ან გაგვასახლონ. ვითომ კეთილმოწყობილ შენობაში შემოვედით და ყველაფერი თავზე გვენგრევა. წყალი არ გვაქვს, ამას ისიც ემატება, რომ ინფექციური საავადმყოფოს დანგრეული შენობიდან ქვეწარმავლები შემოდიან", - აცხადებს ადგილობრივი ნათელა გაბუნია.

დევნილების საცხოვრებელი სახლის ჩამონგრეულ კედლებზე მცენარეები ხარობენ, რაც ადგილობრივების მდგომარეობას უფრო ართულებს. საავადმყოფოს შენობა დევნილებისათვის 2013 წელს, დავით დარახველიძის მინისტრობის პერიოდში გარემონტდა.

იხილეთ ვრცლად

newpress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა