გახდა თუ არა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უწამლობა

გახდა თუ არა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი უწამლობა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებ თამაზ გეგიაძეს მეზობლები დღეს დაკრძალავენ. ბახვში მცხოვრებლები 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად ავადმყოფობას ასახელებენ. როგორც მათ "გურია ნიუსს" განუცხადეს, ლოგინად ჩავარდნილ თამაზ გეგიაძეს წამლის ფული არ ჰქონდა და რამდენიმე თვე, უწამლობის გამო, სიკვდილს ებრძოდა.

მამაკაცს მეზობლები დაკრძალავენ. 

"მეზობლები ვმარხავთ, მიცვალებულიც ჩვენ გამოვაწყვეთ. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ სოციალურად უმძიმეს პირობებში, შიმშილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ოჯახია. ომში იყო ნაბრძოლი, იქ დაავადდა და ბოლო წლებში გაურთულდა, ცალი ფილტვი არ ჰქონდა და ავადმყოფობდა, ბოლოს ლოგინად ჩავარდა და უწამლობით გარდაიცვალა. რომ ემკურნალა, შეიძლებოდა კიდეც გაეხანგრძლივებინა სიცოცხლე. ცოლი ნათელა დეკანოსიძეც ავადმყოფობს, შრომის უუნაროა, შვილი უმუშევარი ჰყავთ. სახლში წყალი ჩამოდით. ოთახში რომ შეხვალთ და ნახავთ რა მდგომარეობაა, თვალებს დახუჭავთ! რა ქნას მისმა 24 წლის შვილმა, როცა არსად არ არის დასაქმებული? სოციალური დახმარება ჰქონდათ და მოუხსნეს, ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, სოფლის რწმუნებული კი დაჰპირდა, რომ მე დაგეხმარებიო, ვნახოთ, ველოდებით, ან როდის დაეხმარებიან, აწი რამეს აზრი აქვს?" - ამბობენ მეზობლები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა