"ჩემი ძმა იქით არის, ეს საზღვარი მაწყობს?"

"ჩემი ძმა იქით არის, ეს საზღვარი მაწყობს?"

იზოლდა მელაძე კასპის რაიონის სოფელ სარიბარში წლების წინ გათხოვდა, ხოლო ნათესავები ახალგორის რაიონში ჰყავს. ქალბატონს უახლოესი ნათესავები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღარ უნახავს.

"ვიღაცას აწყობს ეს მავთულხლართები, აბა მე მკითხეთ, მაწყობს? ჩემი ძმა იქით არის, ძმისშვილს ვერ ვხედავ, ძმას ვერ ვნახულობ, ეს ცხოვრებაა?", - ტირილით ამბობს ქალბატონი.

მოხუცის შემოსავლის წყარო სოფლის ნაკვეთებში მოყვანილი მოსავალია, თუმცა სარწყავი წყლის უქონლობის გამო, მოსავალიც ვერ მოჰყავს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა