"ორჭოსნიდან ჩემ სიძეს და ნათლიკაცს დავპატიჟებდი" - 100 წლის მოხუცის ნატვრა

"ორჭოსნიდან ჩემ სიძეს და ნათლიკაცს დავპატიჟებდი" - 100 წლის მოხუცის ნატვრა

დიმიტრი ზადიშვილი 2015 წლის 20 სექტემბერს 100 წლის გახდა. ის კასპის რაიონის სოფელ ზადიანთკარში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. იუბილეზე მისი ნათესავები ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდნენ.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სურვილი ჰქონდა, იუბილეზე ახლო ნათესავები მეზობელი ოსური სოფლიდან, ორჭოსანიდანაც ყოფილიყვნენ.

"შვილები და შვილიშვილები ორჯონიკიძეში (ვლადიკავკაზი) მყავს. ვერ ვნახულობ. ჩემი უფროსი შვილიშვილი უკვე კაპიტანი კაცია. მეორე შვილიშვილი მშენებლობაზეა. პატარა შვილიშვილი - გოგო ჯერ სკოლაში სწავლობს. ორჭოსანიდან ჩემ სიძეს, გურამ ქოქაევს და "ნათლიკაც" აქვსენტის დავპატიჟებდი", - ამბობს დიმიტრი ზადიშვილი.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა