განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები

განხეთქილება "ოცნებაში", საკადრო ცვლილებები და ლარის დასტაბილურება - მიხეილ ცაგარელის პოლიტიკური პროგნოზები

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წლის ბოლომდე სერიოზულ სამთავრობო ცვლილებებს პროგნოზირებს. მისივე თქმით, ოქტომბერში დოლარის კურსი დაიწევს, თუმცა ნოემბერ-დეკემბერში ამ კუთხით ისევ რთული პერიოდია მოსალოდნელი. ასტროლოგი განხეთქილებას არ გამორიცხავს კოალიცია "ქართულ ოცნებაშიც".

- ოქტომბერში უფრო მეტი შანსია, რომ ლარი დასტაბილურდეს, მაგრამ ჩვენ წინ გვაქვს ორი საკმაოდ რთული პერიოდი, - 15-16 ნოემბრის შემდეგ თითქმის 25 დეკემბრამდე არის რთული პერიოდი და გამორიცხული არ არის, რომ ლარმა ისევ განიცადოს გარკვეული დევალვაცია, შეიძლება არა ისეთი, მაგრამ საერთო არასტაბილურობა მოიმატებს არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩემი ხედვით ლარის კურსი 3-მდე არ ავა, პირიქით, ოქტომბერში კიდევ უფრო უნდა გამყარდეს.

თუმცა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდი არის კონფლიქტების, კონფრონტაციის პერიოდი. ჩვენ გვექნება სერიოზული სამთავრობო ცვლილებები უმაღლესი ეშელონების რანგში. 16 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე მოსალოდნელია ცვლილებები ყველა დონეზე, როგორც მინისტრთა კაბინეტში, ისე დეპარტამენტებში და მათ მოადგილეებში.

- როგორია თქვენი პროგნოზი საპარლამენტო არჩევნებისთვის, იქნება თუ არა იმ დროისთვის კოალიცია ერთიანი?

- დაშლა არა, მაგრამ განხეთქილება არის და იქნება. თავისთავად განხეთქილება არ არის ის, როცა პრეზიდენტი ალთასაა და პრემიერ-მინისტრი ბალთას? ნონსენსია მსოფლიო პოლიტიკაში, რომელიც ისტორიას არ ახსოვს, ორი დელეგაცია ჩადის გაეროს ასამბლეაზე - პრეზიდენტის ცალკე და პრემიერის ცალკე, ასეთი მოვლენა ისტორიულად არ მახსოვს. ეს საქართველოსთვის სამარცხვინო ამბავია და ზუსტადაც რომ ესაა განხეთქილება, რადგანაც პრეზიდენტი "ქართული ოცნების" მიერ არის დაყენებული.

ძალიან კარგად ვხედავთ, რომ სერიოზული განხეთქილებაა თვით "ქართულ ოცნებაშიც", იგივე დღის წესრიგში დავით საგანელიძის საკითხი დადგა. "რესპუბლიკელებისა" და "ქართული ოცნების" წევრებს შორის ფარული შიდა ბრძოლა თვალშისაცემია, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ 2016 წელი მოდის, არჩევნებია, ამიტომ ახლა კონფრონტაცია აშკარა დონეზე რომ გადავიდეს, ორივე წააგებს და შეიძლება ვერცერთმა ვერ მოიგოს, ამიტომ რასაკვირველია, ისინი ჯერჯერობით ერთად იქნებიან იმისთვის, რომ არჩევნები მოიგონ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განხეთქილება არ იქნება.

- საარჩევნოდ გამოჩნდებიან თუ არა ახალი სახეები?

- დიახ, ნელ-ნელა გამოჩნდებიან ახალი სახეები და შეიძლება იყვნენ ძველი სახეებიც, შეიძლება ამ მთავრობიდან არა, მაგრამ იყვნენ პოლიტიკური წრეებიდან, თუნდაც მაგალითად, ლევან გაჩეჩილაძე. ყოველ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ საარჩევნოდ ჩვენ ვნახავთ ახალ ჯგუფებს ძველი სახეებით.

- როგორია თქვენი პროგნოზი ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით?

- ჯერჯერობით დაპირება დაპირებად დარჩება. თუ ოქტომბერში ეს საკითხი არ გადაწყდა და მე ვფიქრობ, რომ არ გადაწყდება, წლის ბოლომდე მაგას საშველი არ ექნება, ისევე როგორც ნატო-ს თემა, რომელიც რეალურად კიდევ დიდხანს არ გადაწყდება, უბრალოდ მუსირებს, ტრიალებს, რუსებს ნერვებს უშლის, რის შედეგადაც ჩვენ ვზარალდებით, ეს პროცესები კიდევ დიდხანს გაგრძელდება, სანამ საქართველოს მთავრობა საბოლოოდ არ გადაწყვეტს იმას, რომ საჭიროა აქტიური კონტაქტები არა მარტო დასავლეთთან, არამედ რუსეთთანაც.

- პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთთან საუბრის დაწყება აუცილებელია, თუმცა შესაბამისი დრო უნდა შეირჩესო, დადგება თუ არა უახლოეს პერიოში ეს დრო?

- მას უნდა დაეზუსტებინა თავად რას გულისხმობს, რას ჰქვია შესაბამისი? ეს დრო დიდი ხანია დადგა, თუმცა ნაწილობრივ შეიძლება მას დავეთანხმო იმიტომ, რომ ადრეც ვამბობდი, რუსეთი ნელ-ნელა გამოღვიძებას დაიწყებს, ახლა გარკვეულ შიდა უსამართლო ეიფორიაში იმყოფება, რის შედეგადაც ყველაფერი გასდიოდა.

2016 წლიდან რუსეთი ამ უსამართლობის ეიფორიიდან გამოსვლას დაიწყებს და ნელ-ნელა დასვამს კითხვას, იქნებ ჩემი მოქმედებაა უსამართლო? აქამდე ამ კითხვას რუსეთი თავის თავს არ უსვამდა, 2016 წლიდან ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ 2016 იქნება გარდამტეხი წელი, როდესაც პირველი ნაბიჯები უნდა გადაიდგას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და 2019 წლისთვის ეს ურთიერთობა გაცილებით მეტად სასიკეთო და წარმატებული უნდა იყოს ორივე ქვეყნისთვის.

თაკო ესებუა, "ამბები"

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს