პირველად გურიაში: ხელოვნური განაყოფიერებით გოჭები გაჩნდა

პირველად გურიაში: ხელოვნური განაყოფიერებით გოჭები გაჩნდა

ოზურგეთში, ვაჟა მელაძის ოჯახში ღორის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით გოჭები გაჩნდა. ლანდრასის ჯიშის ღორის ხელოვნური განაყოფიერება, ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრის ვეტექიმმა თამაზ კილაძემ განახორციელა.

"პირველივე ცდაზე შედეგი სასიხარულოა. ყველამ კარგად ვიცით, როგორ გაანადგურა აფრიკულმა ჭირმა ეს უწყინარი შინაური ცხოველი, რომელიც ჩვენში ყველა ოჯახს ჰყავდა. მოსახლეობაში გაჩნდა იმედი, რომ კვლავ ძველებურად მოაშენონ ღორი. ხელოვნური გზით დანერგვა საიმედო იმითაა, რომ დაავადების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. იმუნიტეტიც მაღალია. თუმცა, შემდგომ ეტაპზე სჭირდება მეთვალყურეობა აცრებისა და კვების რეჟიმს" - განაცხადა "გურია ნიუსთან" თამაზ კილაძემ.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა