"გურიას" მეკარის გადარჩენა ვერ მოხერხდა

"გურიას" მეკარის გადარჩენა ვერ მოხერხდა

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მეკარე მიშიკო გოგუაძე ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. გოგუაძის გარდაცვალება ექიმებმა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად დაადასტურეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ მას კლინიკური სიკვდილი ჰქონდა და ახლობლებს იმედი ჰქონდათ, რომ გადარჩებოდა. თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"გურიის" მეკარემ უმძიმესი ტრამვები დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას მიიღო. ბმვ-ს მარკის ავტომობილი, რომლის საჭესაც თავად მართავდა, ნაწვიმარ ასფალტზე მოცურდა, ორიენტაცია დაკარგა და ღობეს შეეჯახა.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა