ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელი დაისეტყვა

ახალციხის მუნიციპალიტეტში ოთხი სოფელი დაისეტყვა

ახალციხის მუნიციპალიტეტი დაისეტყვა. ადგილობრივების თქმით, სეტყვა დაახლოებით 15 წუთი გაგრძელდა და  მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში მოსავალი მთლიანად განადგურდა.

"თოვლივით დევს სეტყვა. კატოფილს ვიღებდით და მივატოვეთ ძლივს გამოვასწარი ბავშვებთან ერთად. უმეტესად ვენახი და ვაშლი დააზიანა", - ამბობს წინუბანში მცხოვრები მზია ბერძენიშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ დაისეტყვა აწყური, თისელი, გურკელი და წინუბანი. გამგებლის ზაზა მელიქიძის თქმით, სამუშაო ჯგუფი ადგილზე გავა და შეისწავლის არსებულ სიტუაციას.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა