ავტორი:

"პირადი ემბლემა" - ბედნიერების ფსიქოლოგიური ტესტი

"პირადი ემბლემა" - ბედნიერების ფსიქოლოგიური ტესტი

ეს ტესტი დაგეხმარებათ, არამარტო პირადი ემბლების შერჩევაში, არამედ დაახასიათებს თქვენს პირად ცხოვრებას.

შინაგან შეგრძნებებს მიენდეთ და აირჩიეთ მოცემული ემბლემებიდან ერთ-ერთი:

1. გულუხვი და მადლიერი

ამბიციური და მიზანმიმართული ხართ. ნებისმიერ შემთხვევაში გსურთ საუკეთესო იყოთ. მაღალი სტანდარტები გაქვთ. ადამიანებს შესაძლოა მოეჩვენოთ, რომ თქვენთან ურთიერთობა რთულია, სინამდვილეში ყველაზე მეტად საკუთარ თავთან ურთიერთობა გიჭირთ. არ შრომობთ მხოლოდ ფულისთვის, თქვენთვის მნიშვნელოვანია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოთ. გიყვართ, ვიდრე გულს არ გატკენენ. ხშირად ადამიანები ვერ აფასებენ თქვენს ღირსებებს და იმას, რასაც აკეთებთ.

2. მომხიბლავი და სამართლიანი

პასუხისმგებლიანი და მოწესრიგებული ადამიანი ხართ, მოგწონთ სხვებზე ზრუნვა. გულწრფელი ურთიერთობების გჯერათ და პოზიტიური ხასიათი გაქვთ. სხვის თვალში ნდობას ყოველთვის იმსახურებთ. ნათელი, მობილიზებული და მახვილგონივრული ხართ.

3. ჭკვიანი და მორალური

კლასიკური ინტრავერტი და მოაზროვნე ხართ. ყოველთვის გაქვთ საკუთარი აზრი, გიყვართ მარტოობაში ფიქრი და თქვენს აზრს ყოველთვის აფასებენ. ადვილად ეწყობით მათ ვისაც ფიქრი და სწავლა უყვარს. ყოველთვის ცდილობთ გააკეთოთ ის, რაც სწორია, მაშინაც კი როცა უმრავლესობა არ გეთანხმებათ.

4. გამჭრიახი და ფილოსოფიური

უნიკალური სული გაქვთ. იშვიათად მოიძებნება თქვენი მსგავსი. ინტუიციური და ჭირვეული ხასიათი გაქვთ, ამიტომ ხშირად ვერ გიგებენ, რაც გულს გტკენთ. უბრალოდ საკუთარი სვრცე გესაჭიროებათ, რათა განავითაროთ შემოქმედებითი უნარი. იმ ადამიანთა რიცხვში შედიხართ, ვინც კარგად ხედავს ცხოვრების ბნელ და ნათელ მხარეებს. ძალიან ემოციური პიროვნება ხართ.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს