ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დაფარვაში ედავებიან

ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დაფარვაში ედავებიან

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის თავმჯდომარის, გოგი წულაიას განცხადებით, მათი შენიშვნების შემდეგ მერია მიხვდა, რომ არასწორად მოაწყო საგზაო კუნძულები და  პროექტი შეცვალა. თუმცა, წულაიას განცხადებით, მერიაში არ პასუხობენ იმ კითხვებს, რაც ამ სამუშაოებისათვის გამოყოფილ თანხებს ეხება.

"იმ თანხებთან დაკავშირებით, რაც დამატებითი სამუშაოებისათვის გამოიყო, ჩნდება კითხვა. საიდან მოხდა ამ თანხების გადმორიცხვა? მივმართეთ მერიას წერილობით, მაგრამ ამ დრომდე პასუხს არ გვცემენ. საზოგადოება უყურებს ამ ყველაფერს და მოითხოვს პასუხს. საკრებულო ხულიგნებით გაივსო, მერია მსგავს სულელურ პროექტებში ხარჯავს ფულს და მალე მივიღებთ მკვდარ ქალაქს", - განაცხადა წულაიამ.

წყარო: newpress.ge

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა