შემთხვევა ბორჯომში - მამაკაცი პლატოს კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა

შემთხვევა ბორჯომში - მამაკაცი პლატოს კლდიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბორჯომში, ე.წ. პლატოს კლდიდან 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების ვარაუდით, მამაკაცი კლდეზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული და ფეხი დაუცურდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი ბორჯომის მკვიდრია. იგი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე დაწყებულია ძიება სსკ-ის 115-ე მუხლით.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა