ახალციხის მერი: "ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე"

ახალციხის მერი: "ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე"

ახალციხის მერი გიორგი კოპაძე "ახალციხის ციხის" დირექტორის პოსტზე კადრს წელიწადზე მეტია ეძებს, თუმცა ამბობს, რომ ასეთი ახალციხეში ჯერ ვერავინ ნახა.

"მინდა აქ მოვიდეს ადამიანი, რომელიც ტურისტული, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით დააკმაყოფილებს იმ პირობებს, რასაც მე ციხის ხელმძღვანელში ვხედავ. მაგრამ ახალციხეში ასეთი ჯერჯერობით, ვერ ვნახე და თბილისელს აქ ვერ მოვიყვან, არც არავინ წამოვა თბილისიდან ამ ხელფასზე. თუმცა შეიძლება ახლა ვერ ვნახე, მაგრამ მოვძებნი აუცილებლად. აქ უნივერსიტეტია. პანაცია არ არის ჩემთვის, რომ ასაკოვანი იყოს, შეიძლება სრულიად ახალგაზრდა კაცი მოვიყვანოთ, რომელიც შესაძლოა, აგერ იზრდება", - ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე.

შეგახსენებთ, რომ "ახალციხის ციხის" დირექტორის შეცვლის შესახებ გიორგი კოპაძემ მერიაში მუშაობის პირველივე დღეს განაცხადა. ყოფილი დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი მალევე შეიცვალა, ციხეს კი დანიშნული დირექტორი ამ დრომდე არ ჰყავს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა