"ამ "კვარტეტიდან" დავრჩით მხოლოდ მე და დათო" - ერთი ფოტოს ისტორია

"ამ "კვარტეტიდან" დავრჩით მხოლოდ მე და დათო" - ერთი ფოტოს ისტორია

ამ ფოტოს შემთხვევით წავაწყდი. დათო ევგენიძე, დათო გომართელი, ირაკლი ჩარკვიანი, გეგა კობახიძე - მათი მეგობრობა ღრმა ბავშვობიდან იწყება. ფოტოს ისტორიას დათო ევგენიძე­ იხსე­ნებს.

- მე და ირაკლი ჩარკვიანმა ერთმანეთი სოლოლაკში, დაბადების დღეზე გავიცანით. მეექვსეკლასელები ვიყავით მაშინ. რომ მივედი­, ირაკლი უკვე პიანინოსთან იჯდა. გვერდით მივუჯექი და ოთხ ხელში დავუკარით­. მერე ჩვენ ოთხნი ერთად წამოვედით. მე რუსთა­ველზე ვცხოვრობდი,­ დათო - ვერაზე, ირაკლი - პეკინზე, გეგა - კანდელაკზე, ყველაზე­ შორს და ამიტომ პირველი ის მივა­ცილეთ. ფეხით­ მოვდიოდით "ჩიჩოტკის" ცეკვით, ერთმანეთს რიტმით ვესაუბრებოდით. მე და ირაკლის, მე და გეგას, მე და დათოს ცხოვრებაში არსებობს ის, რაც ჩვენ ერთმანეთს ვაჩუქეთ - დაუსრულებ­ელი რიტმით სიარული ჩვენს ქალაქში.

- დათო გომართელზე რას მიამბობთ?

- ისიც სულ ჩვენთან იყო, ჩვენს რიტმებში. დათო აგრძელებს ცხოვრებას, იმ გზას... ჩვენ გავჩერდით - ზოგი სიკვდილით, ზოგიც უბრალოდ გაჩერდა. დათომ მითხრა: მე და შენ მაკარტნი­ და რინგო სტარი ვართ, - ჰარისონი და ლენონი მოგვიკვდაო...

ერთხელ მე, გეგა, ირაკლი და დათო მოვდივართ. ახლა რომ კაზინო "ევროპაა", მაგ დაღმართიდან ჩავდივართ გმირთა მოედანზე. დგას მანქანა,­ რომელიც ასფალტს ასწორებს, ე.წ. "კატოკი" და შეყენებული აქვს ქვა, რომ არ დაგორდეს. ეს ქვა გამოვაცალეთ და დაგორდა. ვერც კი მივხვდით, რა ჩავიდინეთ. "კატოკმა" მთელი მოედანი გადალახა და თერთმეტსართულიანთან გაჩერდა. საბედნიეროდ, არავინ გაუბრტყელებია... ჩვენი ბავშვობაც, როგორც ის ასფალტის გასაბრტყელებელი მანქანა, სადღაც გაჩერდა...

ჩვენს ცხოვრებაში იყვნენ გამორჩეულად ლამაზი გოგონები. ისეც ხდებოდა, რომ ერთი გოგო გვიყვარდა, მაგრამ ერთმანეთზე­ არ გავბრაზებულვართ. ჩვენთვის მთავარი იმ გოგოს არსებობა იყო, გოგოსი, რომელსაც ვუძღვნიდით სიმღერებს, ლექსებს. ჩვენში არ არსებობდა სიბინძურე, დრო გვკარნახობდა, რომ სისუფთავე აგვერჩია. იმ გოგოებს, რომლებიც ახლა უკვე ბებიები­ არიან, დღესაც უყვართ გარდაცვლილი - ირაკლი, გეგა და ცოცხალი­ - 2 დათო.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს