"კაცობრიობის ისტორიაში ბევრი დიდებული სასიყვარულო ისტორია ყოფილა, მაგრამ არის კიდევ ერთი, რომელზეც არ გსმენიათ" - ამერიკული გამოცემა "ალი და ნინოზე" წერს

"კაცობრიობის ისტორიაში ბევრი დიდებული სასიყვარულო ისტორია ყოფილა, მაგრამ არის კიდევ ერთი, რომელზეც არ გსმენიათ" - ამერიკული გამოცემა "ალი და ნინოზე" წერს

"კაცობრიობის ისტორიაში ბევრი დიდებული სასიყვარულო ისტორია ყოფილა, დაწყებული ადამ და ევათი, რომეო და ჯულიეტათი დამთავრებული. მაგრამ არის კიდევ ერთი ისტორია, რომელიც სავარაუდოდ, არ გსმენიათ: ალი და ნინო", - წერს გამოცემა A Plus.

"აზერბაიჯანელი მწერლის, ყურბან საიდის რომანში მოთხრობილია მუსლიმი ბიჭი ალის და ქართველი პრინცესა ნინოს ისტორია. განსხვავებული კულტურული და რელიგიური საწყისების მქონე წყვილი თავიანთ გზაზე ბევრ წინაღობას აწყდება. რომანი პირველად 1937 წელს დაიბეჭდა. ბათუმში კი მის პატივსაცემად დიდებული ძეგლია აღმართული.

ორი მასიური, კაცის და ქალის ფიგურა ერთმანეთს უყურებს და ყოველდღე საღამოს შვიდ საათზე იწყებს მოძრაობას. ნელ-ნელა ორი სხეული ერთმანეთს ეხება, ერთმანეთს ერწყმის და საბოლოოდ ერთმანეთს ცილდება", - წერია სტატიაში.

ამერიკული გამოცემის სტატია ჰოლივუდის მსახიობმა ეშტონ კატჩერმა გააზიარა საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე წარწერით - "ეს ძალიან ამაღელვებელია".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს