სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს

სოფელი, სადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი ყველას ჰყავს

კასპის რაიონის სოფელ თვაურებში მცხოვრებ ყველა ოჯახს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნათესავი დარჩა. პატარა დასახლებაში 45 კომლი ცხოვრობს და მის შემდეგ ოსური სოფელი ახმაჯია. მათ შორის გამყოფი ხაზი გადის. მავთულხლართი სარწყავ რუს გასდევს.

დები, ძმები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები, მშობლები - სისხლით ნათესავები გამყოფმა ხაზმა ერთმანეთს დააშორა. დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით მყოფი ოჯახები ერთმანეთს მხოლოდ ჭირის დროს ნახულობენ. დათო თვაურის მეზობელს დისშვილი სოფელ ახმაჯში სულ ცოტა ხნის წინ დაეღუპა.

"სურვილი გვქონდა, რომ მთელი სოფელი წავსულიყავით დაკრძალვაზე, მაგრამ მხოლოდ ძალიან ახლო ნათესავებს მისცეს გადასვლის უფლება. სულ 10 კაცი გადავიდა გამყოფი ხაზის იქით. მართალია, გადასვლის უფლება მისცეს, მაგრამ ის ვინც საღამოს 7 საათის შემდეგ უკან არ დაბრუნდებოდა, დააკავებდნენ", - ამბობს დავით თვაური.

ლია თვაურის შვილი და რძალი ამჟამად წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ. მათ სოფელი ახმაჯი მიატოვეს.

"ჩემი რძალი ახმაჯიდანაა. შეუყვარდათ ერთმანეთი ჩემ შვილსა და რძალს და ცხოვრობდნენ გოგოს ოჯახში. წამოვიდნენ იქიდან და წეროვანში ცხოვრობენ. ჩემი რძლის დედა გადმოდის ხოლმე ახალგორიდან და ნახულობს შვილს და შვილიშვილებს" - ამბობს ლია საღირაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა