მეცნიერების თქმით, გლობალური დათბობის გამო ამერიკა საუკუნის ბოლომდე წყლით დაიფარება

მეცნიერების თქმით, გლობალური დათბობის გამო ამერიკა საუკუნის ბოლომდე წყლით დაიფარება

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ პალმერი ამბობს, რომ გლობალური დათბობის ერთ-ერთი საგრძნობი შედეგი ოკეანეების დონის ამაღლება იქნება.

ამერიკელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2 100 წლისთვის ოკეანის დონე მინიმუმ 0,2 მეტრით ამაღლდება, მაქსიმუმ კი 2,4 მეტრით. ამერიკის კლიმატი ახლა უკვე გარდაქმნის პროცესშია და უახლეს ათწლეულში ეს პროცესი დაჩქარდება. 100 წელიწადში ამერიკა რთულად საცნობი იქნება. 100 წლის შემდეგ ამერიკაში ერთეული ადგილები დარჩება, სადაც ზამთარში თოვლი მოვა. ალასკაზე თოვლის საფარის დიდი ნაწილი გაქრება. კალიფორნიაში კი მთებზე თოვლი 80%-თ შემცირდება.

მეცნიერები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ წვიმები საშინელ შედეგებს მოიტანს. ამერიკაში იწვიმებს გაცილებით ხშირად და ძლიერი ინტენსივობით. ამასთან, წვიმებს თან მოჰყვება ძლიერი ქარბუქები, რასაც საგრძნობი გავლენა ექნება როგორც ადამიანებზე, ისე ცხოველებსა და მცენარეებზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს