ნორვეგიის საპენსიო ფონდი – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენა

ნორვეგიის საპენსიო ფონდი – თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენა

ნორვეგიის გლობალური საპენსიო ფონდი (თავად ნორვეგიელები მას ნავთობის ფონდს უწოდებენ) - თანამედროვე ეკონომიკის უნიკალური მოვლენაა. ფონდი დაახლოებით 25 წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანია, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის დამატებითი შემოსავალი არამხოლოდ ქვეყნის ამჟამინდელ მაცხოვრებლებს, არამედ მომავალ თაობებსაც დარჩეს.

XXI საუკუნის დასაწყისში მაღალი ფასების გამო ფონდი სწრაფად გაფართოვდა და დღესდღეობით მას მსოფლიო აქციათა 1,3% ეკუთვნის. ამას გარდა, ფონდი აქტიურად იძენს ობლიგაციებსა და უძრავ ქონებას. მარტივად რომ ვთქვათ, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტით მიღებული თანხა ნორვეგიელებს ეხმარება გამოიმუშავონ ფული სხვადასხვა სფეროში, რომლებიც ნავთობთან არავითარ კავშირში არ არის. მაგალითად, როდესაც Apple წარმატებით უშვებს ახალ აიფონს, ნორვეგიელები და მათი შთამომავალნი, კიდევ უფრო მდიდრდებიან. ცნობისთვის, ფონდი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს კომპანია Apple-ში.

ნორვეგიელებს მსოფლიოს უმსხვილესი სტაბილიზაციის ფონდი აქვთ: მისი რესურსი 830 მილიარდ დოლარს აღწევს. მაგალითისთვის, რუსეთის სარეზერვო ფონდის რესურსი, რომელიც ნორვეგიულის ანალოგზე შეიქმნა, 150 მილიარდი დოლარია, როდესაც რუსეთი წელიწადში ნორვეგიაზე 5-ჯერ მეტ ნავთობსა და ბუნებრივ აირს გამოიმუშავებს.

მკაცრი კონტროლი

ე.წ. ნავთობის ფონდიდან ინვესტიციებზე მკაცრი კონტროლი და წესებია: აკრძალულია მომავალი თაობისთვის განკუთვნილი ფულის ინვესტიცია კომპანიებში, რომლებიც ბირთვულ იარაღსა და სიგარეტს აწარმოებენ. მაღალჩინოსნებს ეკრძალებათ ჩაერიონ ფონდში ბიუჯეტის დასაფინანსებლად, მათ წელიწადში მხოლოდ 4%-ის აღება შეუძლიათ და ამ უფლებითაც ბოლომდე არ სარგებლობენ. საერთო ჯამში კი, მიუხედავად ნავთობზე დაბალი ფასისა, ფონდის რესურსები მუდმივად ივსება.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს