ჩინეთის ავიახაზების მგზავრმა ქალმა, რომელიც ბალიდან ლოს-ანჯელესში მიემგზავრებოდა, თვითმფრინავში იმშობიარა. გოგონა დაგეგმილზე რვა კვირით ადრე გაჩნდა, თუმცა მასაც და მის დედასაც ძალიან გაუმართლათ, რადგან ბორტზე ექიმი იმყოფებოდა, რომელმაც ბორტგამცილებლების დახმარებით მიიღო მშობიარობა. თვითმფრინავმა დაუგეგმავი დაჯდომა ალასკაზე განახორციელა, სადაც დედა და ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისათვის, ბალიდან ლოს-ანჯელესამდე ფრენას 19-20 საათი სჭირდება.