"გამარჯობა, დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე" - რეალური ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ

"გამარჯობა,  დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე" - რეალური ამბავი, რომელიც გულს გაგითბობთ

დღეს სრულიად "ფეისბუქი" ერთ-ერთი მომხმარებლის გამოქვეყნებულმა პოსტმა მოიცვა. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, გოგონამ საფულე დაკარგა, რის შემდეგაც ასეთი შეტყობინება მიიღო:

"გამარჯობა,  დღეს ფილარმონიასთან ვიპოვე საფულე შიგ იდო პირადობა ID, ექსპრეს ბარათი სტუდენტური. სტუდენტობის ცნობა და კიდევ მგონი აფთიაქის რაღაც ბარათი იყო. ID-ზე ეწერა სალომე **** და სავარაუდოდ შენ უნდა იყო.

კიდე რაღაც ქვითარი იყო ბანკის, 100$-იანის, სადაც შენი მისამართი ეწერა, ნიკოლაძის **

როგორც მივხვდი მანდ ცხოვრობ ფილარმონიასთან. 50 ლარიანი იდო კიდევ და რაღაც ხურდა. მგონი სოწრად მოვიტანე მისამართზე. ფილარმონიასთან რომ ქუჩა ადის, როგორც ვიცი ეგაა ნიკოლაძე.

ვიღაც ქალი იყო და მან დაიტოვა შენი საფულე.

პ.ს. მაპატიე სტუდენტურზე 1.80 გქონდა და 20 თეთრი დაგიხარჯე სხვა გზა არ მქონდა", - ნათქვამია წერილში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს