ყველაზე სასტიკი ქალები მსოფლიოს ისტორიაში

ყველაზე სასტიკი ქალები მსოფლიოს ისტორიაში

მსოფლიოს არაერთი მკვლელი თუ მოძალადე ქალი ახსოვს, თუმცა მათ შორის გამორჩეულნი ისტორიაში "ყველაზე სასტიკი ქალების" სახელით შევიდნენ.

ისაბელ კასტილიელი (1451-1504 წწ.). ისაბელ კასტილიელისა და ფერდინანდ არაგონელის ქორწინებამ კასტილია და არაგონია გააერთიანა და ესპანეთის ძლიერი სამეფო შეიქმნა. დედოფალი ქრისტეფორე კოლუმბს მფარველობდა. არაკათოლიკეების მიმართ სასტიკი დამოკიდებულებით გაითქვა სახელი: მან ცნობილი ესპანური ინკვიზიციის პირველ დიდ ინკვიზიტორად თომას ტორკვემადუ დანიშნა და რელიგიური წმენდის ეპოქას დაუდო სათავე. ისაბელ კასტილიელის მმართველობის დროს ქვეყანა 200 ათასზე მეტმა ებრაელმა და არაბმა დატოვა. დარჩენილებს ქრისტიანობის მიღებას აიძულებდნენ, თუმცა არც ამან დაიცვა ისინი კოცონზე დაწვისგან.

დედოფალი მერი I (სისხლიანი მერი) (1516-1558წწ.). ჰენრიხ VIII-ს ქალიშვილი, ინგლისის ისტორიაში შევიდა, როგორც მონარქი, რომელსაც სურდა, ქვეყანა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის წიაღში დაებრუნებინა. მერი ტიუდორი პირველი გვირგვინოსანი ქალი იყო, რომელიც ინგლისს მართავდა როგორც სრულუფლებიანი მონარქი. პროტესტანტების დაუნდობელი დევნის, სასტიკი წამებისა და განადგურების გამო მას "სისხლიანი მერი" შეარქვეს. ამ სახელითაც შევიდა ისტორიაში.

მერი ენ კოტონი (1832-1873 წწ.). თაგვის წამლით 20 კაცი მოწამლა. პოლ­იცია კოტონით მაშინ დაინტერესდა, როცა გაირკვა, რომ ყველა მისი ახლობელი ერთი მეორის მიყოლებით ერთი და იმავე სიმპტომით კვდებოდა. მან მოკლა რამდენიმე ქმარი, შვილები და დედა. იმდენად სასტიკი იყო, რომ ჯალათსაც კი, რომელსაც კოტონი უნდა ჩამოეხრჩო, განგებ "დაავიწყდა" ფეხქვეშ საყრდენის გამოცლა, რათა მკვლელისთვის სიკვდილით დასჯის სასტიკი წამები გაეხანგრძლივებინა.

ელზა კოხი (1906-1967 წწ.). ელზა კოხი, ანუ "ბუხენვალდის ქაჯი", საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის ცოლი იყო. პატიმრებს სასტიკად აწამებდა და კლავდა. მან ტატუირებული ადამიანის კანის ნაჭრების კოლექცია შექმნა. კოხმა 1967 წელს ციხეში თავი მოიკლა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს