ოზურგეთის წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის პედაგოგი მამა ვახტანგ თოხაძე მოსწავლის გაროზგვის ფაქტს "ფეისბუქში" ეხმაურება:
"მოკლედ მოხდა ასეთი ამბავი - ერთ უდისციპლინო ბავშვს, ჩემი სიტყვით, მეორემ მსუბუქად მიარტყა წკეპლა (და გადის რამდენიმე თვე და უცებ იბეჭდება სტატია, რომ ვიღაცას როზგავენ, არ გასულა რამდენიმე საათიც და მოვიდა რუ 2.. შემდეგ ბათუმიდან ამოვარდნენ (მათი განცხადებით, წამებში ქონდათ დრო გათვლილი) მაესტრო და იმედი, ფარულად ჩაწერეს საუბარი, ამოჭრეს და დაამახინჯეს ასე ვთქვათ ინტერვიუები. შემდეგ სასწრაფოდ ჩართეს საქმეში განათლების სამინისტროს ყოფილი თუ მოქმედი ნაცწევრები, რომლითაც სავსეა განათლების სამინისტრო და ეს ხდება დღეს მოქმედი მთავრობის ე.წ ლიბერალური მიმდინარეობის თუ იდეოლოგიის მომხრე პარტიების მხარდაჭრით, და ახლა ველოდებით განათლების სამინისტროს კომისიას, რომელიც ელვისებურად იქნა დანიშნული და იმედი მაქვს მალე გვესტუმრებიან...
აი, რაც მინდოდა მეთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით, საქმე რა თქმა უნდა უფრო რთულად არის რადგან ცდილობენ (როგორც მეგობრები მეუბნებიან დახურულ ჯგუფებში რუსოფილად მაცხადებენ და ჩემთვის ნათელია ერთსქესიანთა კავშირის მომხრე პარტიები და მათი მხარდამჭრერები როგორი გაცეცხლებულები არიან. ისე მათ საქებრად უნდა ითქვას დიდი სოლიდარობით გამოირჩევიან, რაც სამწუხაროდ ჩვენ მართლმადიდებლებსა და უბრალოდ ქართველებს არ გვახასიათებს)... აი რაც მინდოდა მეთქვა იმათთვის ვინც ნაც ტელევიზიების რეპორტაჟებიდან ვერაფერი გაიგო...
პ.ს ერთმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა გილოცავ ისეთი ტელევიზიები გაგინებენ, რომელთაც საქართველოს მოსახლეობა ეზიზღებათო... მადლობა ნაც ტელევიზიებს ამ სიძულვილისთვის", - ნათქვამია პოსტში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირმა ერთ-ერთი მოსწავლე თანაკლასელებს გააროზგვინა.