ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოები მსოფლიოში

ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოები მსოფლიოში

ვინც ფიქრობს, რომ თანამედროვე სათამაშოები ძვირია, ამ სტატიის შემდეგ შთაბეჭდილებას შეიცვლის.

თოჯინების სახლი ”ასტოლატი”, ფასი: 8,8 მილიონი დოლარი

ყველაზე ძვირადღირებული თოჯინების სახლი მსოფლიოში 13 წლის განმავლობაში იქმნებოდა. ეს 29 ოთახიანი სათამაშო სახლი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე რეალური საცხოვრებელი სახლები.

შტაბი ხეზე, ფასი: 6 მილიონი დოლარი

ყველა ბავშვი დაძვრება ხეებზე და აშენებს შტაბებს. მდიდარ მშობლებს შეუძლიათ ხეზე აშენებული სახლი უყიდონ შვილებს, რომელიც შოტლანდიის ჰერცოგისთვის შეიქმნა და რომლის მოცულობაც 560 კვადრატული მეტრია.

ლუი ვუტონის სათამაშო დათუნია, ფასი: 2,1 მილიონი დოლარი

ფრანგული მოდის სახლის ლუი ვუტონის მიერ შექმნილი დათუნია ყველაზე ძვირადღირებული პლუშის დათვია მსოფლიოში. 2000 წელს სათამაშო კორეელმა ჯესი კიმმა შეიძინა მონაკოში აუქციონზე, 2 100 000 დოლარად.

ოქროს მონოპოლია, ფასი: 2 მილიონი დოლარი

სამაგიდო თამაში მონოპოლია შექმნილია 18 კარატიანი ოქროთი და მასში დამაგრებულია ძვირფასი ქვები. იუველირმა ამ შედევრის დასამზადებლად ერთი წელი იმუშავა.

სათამაშო ჯარისკაცი, ფასი: 200 000 დოლარი

ჯარისკაც G.I. JOE-ს პროტორიპი, რომელიც 1963 წელს ხელით შეიქმნა, ყველაზე ძვირადღირებული სათამაშო ჯარისკაცია მსოფლიოში, რადგან ის აუქციონზე 200 000 დოლარად გაიყიდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს