უწმინდესის და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის გადაწყვეტილებით, სამრევლო სკოლაში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამა ვახტანგის მღვდელმსახურება შეუჩერდა. ის ასევე გადაყენებულია პედაგოგობიდან და გაშვებულია მონასტერში სინანულისთვის. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
საპატრიარქოს წარმომადგენლის თქმით, გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გათავისუფლებულია სამრევლო სკოლის დირექტორის მოადგილე, ნინო გოგეშვილი.
შეგახსენებთ, გასული წლის თებერვალში გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლაში "მოძღვრის გაკვეთილზე" მამა ვახტანგიმ მეცხრეკლასელი ბიჭი თანაკლასელს ჯგუფის თანდასწრებით ჯოხით აცემინა.
წყარო: guriismoambe.com