"ტაბულას" დირექტორი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს. ხელწერილის საფუძველზე, ისინი დღეს, 17:00 საათზე საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება. თამარ ჩერგოლეიშვილის, ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტების დაკავების ფაქტს რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი ეხმაურებოდა.
"რაის ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის? შსს, ხომ კარგად ხართ მანდ? დაუყონებლივ გაათავისუფლეთ სამივე!
და თუ დაკავებაა, ვინც ეს იდიოტური ბრძანება გასცა, ის უნდა დააკავო პირველ რიგში.
...არ შეიძლება ასეთი რაღაცეები. რეალურად ეს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს", - წერს ზურაბიშვილი.
იხილეთ ასევე: "ხვალ კანცელარიასთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივა" - "ფეისბუქში" თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავებას ეხმაურებიან