"ხელისუფლება ამას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავრცელებს" - ფანჯიკიძე სკანდალურ კადრებზე

"ხელისუფლება ამას ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავრცელებს" - ფანჯიკიძე სკანდალურ კადრებზე

უკრაინულ საიტზე მიერ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოს, სადაც წინა ხელისუფლების დროს პატიმრების გაუპატიურებისა და წამების კადრებია ასახული, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება.

"გადაურბინა ფბ-ს ტალღამ, - "სასწრაფოდ!!! უკრაინულმა მედიამ ძალადობის ამსახველი კადრები გამოაქვეყნა!!!"

სასწრაფოდ ხაააააალხო! არ დავიგვიანოთ, არ გამოგვრჩეს!!!

ნახვის არანაირი სურვილი არ მაქვს, ორი მიზეზის გამო;

1. უბრალოდ არ მაქვს სურვილი ვათვალიერო სადიზმი, არ მანიჭებს სიამოვნებას

2. არანაირი სურვილი არ მაქვს მაყურებლის როლით მონაწილეობა მივიღო ნაწამები ადამიანების ტრავმის განახლებაში, რომ ისევ ტრიალებს მათი შეურაცხყოფის ამსახველი კადრები და ისევ ამას ვიღაც ათვალიერებს.

მორალი: კადრები, რომელიც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შექმნა, დღევანდელი ხელისუფლება იგივე მიზნით, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ავრცელებს და იყენებს. რომ ჰკითხო, ამით მხოლოდ "გვახსენებს" ნაციონალებს, ვითომ როდესმე დაგვავიწყა.

პირადი დასკვნა: წინა და ახალი ხელისუფლება გაჭრილი ვაშლის ორი მხარეა. მე კი რაც მძულდა, ის მძულს, - ადამიანების ნებისმიერი ფორმით ტრავმირება და დატერორება.

აქედან რა პოზიტივი გამოვიყვანო, ხასიათი რომ არ გამიფუჭდეს?- მადლობა ირაკლის ჯიხვ ხასიათს, დიდხანს რომ არ მომიწია არცერთი სახის ბოროტებასთან ასოცირებამ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.

როგორ განვითარდა მოვლენები და რა გამოხმაურება მოჰყვა გაუპატიურებისა და წამების ამსახველ კადრების გავრცელებს, ნახეთ ტეგზე#სკანდალური კადრები

ასევე იხილეთ: "თქვე პათოლოგებო! აგერ შემომახვიეთ, თქვენი მანდატები" - ოთარ ჩრდილელი გაუპატიურების ამსახველ კადრებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს