ზუგდიდში წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ჩანაწერების საჯარო ჩვენება მოეწყო. კადრები პროექტორების მეშვეობით ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ძეგლთან აჩვენეს.
"რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩანაწერების ნახვა ნებისმიერ გამვლელს შეეძლო. მათივე ცნობით, ჩვენებას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია დაესწრო, ორგანიზატორი კი, "საზოგადოებრივი დარბაზის" წევრი სოსო ლაგვილავა იყო.
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ხდებოდა, საიდან მოვდივართ და რა გვინდა ავაშენოთ. ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ყველაფერი", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი გოგოხიამ.