"უნამუსო, ტუტუცი დედაკაცი... მრცხვენია, რომ შენ თინათინ, ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გქვია" - ბედუკაძე ხელისუფლებას აფრთხილებს

"უნამუსო, ტუტუცი დედაკაცი... მრცხვენია, რომ შენ თინათინ, ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გქვია" - ბედუკაძე ხელისუფლებას აფრთხილებს

სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი, ციხის სკანდალური კადრების ავტორი ლადო ბედუკაძე უკრაინულ პორტალ tube.ua-ზე წამების კადრების გავრცელების შესახებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

"აი, ეს არის უნამუსო, ტუტუცი დედაკაცის კომენტარი დღეს გავრცელებულ შემზარავ ვიდეო-კადრებზე...

მარაზმის გამავრცელებელის დასჯას ითხოვს მხოლოდ და არა დამკვეთის, ორგანიზატორის, შემომქმედის, შემსრულებლის...

ცინიზმი გამოსჭვავის თქვენს ყველა სიტყვაში, ქალბატონო თავდაცვის მინისტრო - ვიღაც, ოდესღაც. სადღაც..

"მწამებლის" რანგში ჩემი მოხსენიება, შეურაცხყოფის გარდა, ესაა უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, რაც თქვენგან ნამდვილად არც მიკვირს. მე, კვალვ გავიმეორებ: მრცხვენია, რომ შენ თინათინ, ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი გქვია, მაგრამ არაუშავს დიდი ხნის ბოგინი არ გიწერიათ.. გრცხვენოდეთ!", - წერს ბედუკაძე და კიდევ ერთი სტატუსით ხელისუფლებას აფრთხილებს:

"დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, არ გეგონოთ რომელიმე საგაზეთო პუბლიკაციის ანონსი, სრულიად სერიოზულად ვკითხულობ: რატომ და რა კადრების გავრცელების ეშინია თინათინ ხიდაშელს?

რატომ ფიქრობენ, "ზემოთ, ვიღაც-ვიაღცეები", რომ ბოლოდროინდელი ამაზრზენი ვიდეოკადრები ჩემი გავრცელებულია?

რატომ შფოთავს ბატონი პრეზიდენტი?

რატომ გააქტიურდა თვალთვალი ჩემს და ჩემი მეგობრების მიმართ?

დაყენდით, არავის მტერი არ ვარ, არც ერთი პოლიტიკური ძალის და გუნდის წევრი და მხარდამჭერიც კი,

გაფრთხილებთ!

რასაც გამოთხრით, თქვენს თავებს დააბრალეთ!".

იხილეთ ასევე: "ადამიანს აწამებს მეორე ადამიანი და არა ვირტუალური სისტემა" - თინა ხიდაშელი სამეგრელოს სამალავებში აღმოჩენილი კადრების შესახებ წერს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს