როგორ გავხადოთ პატარა ოთახი მასშტაბური - ძალიან სასარგებლო რჩევები

როგორ გავხადოთ პატარა ოთახი მასშტაბური - ძალიან სასარგებლო რჩევები

პატარა სამზარეულო, დაბალი ჭერი, სივიწროვე და დიზაინის შექმნის შესაძლებლობის შეზღუდულობა - პატარა სივრცის მქონე ბინების პრობლემების განხილვა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ამას ჯობია პრობლემის გადაჭრაზე გადახვიდეთ. დღეს წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლითაც ნებისმიერი სივრცე შეგიძლიათ გადაასხვაფეროთ.

ფარდების სწორი არჩევა

ფარდის ფერი ჯობს კედლების ფერის იდენტური იყოს. ასე შეძლებთ სივრცე უფრო მოცულობითი გამოაჩინოთ. ამასთან, ფარდები არ უნდა იყოს ძალიან სქელი და მძიმე. ჯობს მოახდინოთ კომბინაცია თხელი ნაჭრის და დახვევადი ფარდების.

მეტი ბუნებრივი სინათლე

არ გამოიყენოთ ფანჯრის რაფები წიგნის თაროებად და არც ყვავილები დაალაგოთ მასზე. ფანჯრები ყოველთვის სუფთა უნდა იყოს, რადგან ყველაზე პატარა ოთახიც კი თუ სინათლითაა სავსე, გაცილებით მოცულობითი და მყუდრო ჩანს.

ავეჯი ფეხებზე

საწოლი თუ სავარძლები, ჟურნალის ტუმბო თუ კარადა - ყველა ავეჯი იატაკს ზევით უნდა იყოს და არა ძირიდანვე იწყებოდეს კონსტრუქცია.

წესრიგი სახლში

კარგად დაგეგმეთ შესანახი სისტემა, ყოველთვის შეინახეთ ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, არ დააწყოთ ისინი იატაკზე გამოსაჩენ ადგილას. უარი თქვით პუფებზე, საწოლზე დაწყობილ ბევრ ბალიშზე და სხვა აქსესუარებზე, რათა არ შეიქმნას ქაოტური გარემო პატარა ოთახში.

უპირატესობა მიანიჭეთ ნეიტრალურ ფერებს

საძინებლის კედლები აუცილებლად ნათელ ფერებში გადაწყვიტეთ. აარჩიეთ თბილი, ნათელი ფერები კედლების, ჭერის, იატაკის და დიდი მოცულობის ავეჯის შემთხვევაში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს