ქართულ-ამერიკული მუსტანგი

ქართულ-ამერიკული მუსტანგი

ფორდ მუსტანგი" ლეგენდარული ავტომობილია, 1969 წლის "ფორდ მუსტანგი" კი - ულეგენდარულესი ლეგენდარულთა შორის. და ის ფაქტი, რომ ეს ეგზემპლარი ასე ბრწყინვალედ გამოიყურება, ორი ადამიანის დამსახურებაა - ამერიკელი ტონი გროს და თბილისელი გიორგი კალაშიანის. ტონი აშშ-ის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უფროსია, გიორგი კი - ავტომოყვარული ხელოსანი.

როცა ტონიმ ეს მანქანა შეიძინა, "მუსტანგი" მძიმე მდგომარეობაში იყო. 6-თვიანი მუშაობის შემდეგ კი, აი, ასე შესანიშნავად გამოიყურება. ძრავა და გადაცემათა კოლოფი ორიგინალი ჰქონდა, სხვა დეტალების აბსოლუტური უმრავლესობა, ტონი ამერიკაში შეუკვეთა, დანარჩენი კი უკვე გიორგის საქმე იყო.

"ამ "მუსტანგში" სული და გული, მთელი ჩემი ცხოვრება ჩავდე. წარმოიდგინეთ, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტომობილია და ნულიან ავაწყვე, ყველაფერი ჩემი ხელით გავაკეთე. არც კი მინდა იმის წარმოდგენა, რას ვიგრძნობ, როცა ეს მანქანა საქართველოს დატოვებს," - ეს გიორგი კალაშიანის სიტყვებია.

არადა, ეს "მუსტანგი" ამერიკაში რომ დაბრუნდება, ამას წყალი არ გაუვა. ტონი საქართველოში მუშაობას ამთავრებს, სამშობლოში ბრუნდება და, ცხადია, რომ ნამდვილ ამერიკულ ოცნებას, რომელიც საქართველოში აიხდინა, თან წაიყვანს.

"მთელი ბავშვობა ზუსტად ასეთ "მუსტანგზე" ვოცნებობდი. მე და ჩემი მეგობრები მთელი დღეები ვუყურებდით სხვებს, როგორ დაქროდნენ "მუსტანგებით" და ვოცნებობდით. გიორგიმ საოცრად იმუშავა და ვიცი, როგორ დაწყდება გული, როცა ჩემი ოცნების მანქანას სამშობლოში წავიყვან. ამიტომაც, სანამ ავტომობილი თბილისშია, ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ისიამოვნოს. მან ეს დაიმსახურა," - გვითხრა ტონიმ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს