რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი

რაში დახარჯა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ 15 000 ლარი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი შალვა ხუციშვილი თბილისში, ცინცაძის 43 ნომერში, 68.00 კვ.მ-ის ფართობის ბინას ფლობს. სხვა უძრავ-მოძრავი ქონება მის სახელზე არ ირიცხება. ამის შესახებ ხუციშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2015 წლის 13 ოქტომბერს შეავსო.

დეკლარაციის მიხედვით, შალვა ხუციშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობამდე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეჭირა, სადაც ანაზღაურების სახით, 30746.55 ლარი მიიღო. ხოლო საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე მას 21056.20 ლარი აქვს აღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში ხუციშვილის "თი-ბი-სი" ბანკის სახელფასო ანგარიშზე 333.00 ლარი ირიცხებოდა.

ამავე დეკლარაციის თანახმად, შალვა ხუციშვილის სახელზე, "თი-ბი-სი" ბანკში, მოძრავი ნივთების გირავნობით, 25 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხია (ხელშეკრულების ვადები 03/05/2014, 03/05/2014 - 01/05/2017), რომლის პროცენტის დასაფარად, დეკლარაციის შევსებისას პროცენტი გადახდილი არ ჰქონდა.

რაც შეეხება მინისტრის მოადგილის გასავალს, 2014 წელს მან ბინის რემონტისთვის 15 000 ლარი გადაიხადა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა